შაურმა გამოძახებით

შაურმა გამოძახებით საკმაოდ პოპულარული სერვისია საქართველოში.

შაურმა: სასარგებლო და მავნე თვისებები

სასარგებლო თვისებები

შაურმა გამოძახებითსახლის პირობებში სწორად მომზადებული შაურმა შეიძლება სულაც არ იყოს მავნე. იმისათვის, რომ პირიქით გახდეს სასარგებლო, მის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოთ ხორცის უცხიმო დიეტური სორტი, მაგალითად: ხბოს, ინდაურის ან ქათმის ხორცი.

მათ ხორში პრაქტიკულად არ არის „მავნე“ ქოლესტერინი და ცხიმი; სამაგიეროდ შეიცავენ პროტეინებს, A, E და B ჯგუფის ვიტამინებს და ბევრ სხვა სასარგებლო მინერალს (რკინა, კალიუმი, ფოსფორი, იოდი, მანგანუმი და სხვა).

აგრეთვე, დაუმატეთ ვიტამინებით, მიკრო- და მაკროელემენტებითა და უჯრედისით მდიდარი მეტი ახალი მწვანილი და ბოსტნეული – ამგვარად შეიძლება ნამდვილად გემრიელი და სასარგებლო, დიეტური პროდუქტის მომზადებაც კი. მაიონეზი და კეტჩუპი შეცვალეთ დაბალკალორიული კეფირით ან ნივრიანი არაჟნის სოუსით, ან ახალი დამზადებული ტომატის პასტით.

შაურმა გამოძახებით >> https://fursheti.medgeo.net/2020/09/15/შაურმის-გამოძახება/


მავნე თვისებები და წინააღმდეგჩვენებები

გაითვალისწინეთ, რომ აღმოსავლური ცხარე კერძის მიღება არ არის რეკომენდებული იმ  ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის პრობლემები. უმჯობესია თუ პატარა ბავშვები, ორსული და მეძუძური დედები თავს შეიკავებენ შაურმის მიღებისგან, იმ შემთხვევაშიც კი თუ სახლის პირობებშია მომზადებული.

შაურმა, რომელსაც ყიდიან ბაზარში ან მეტროსთან ახლოს, როგორც წესი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობის ცხიმს – დაახლოებით 120გ. ეს კი აღემატება ადამიანისთვის დაშვებულ დღიურ ნორმას და ხელს უწყობს ჭარბი წონის დაგროვებას. არასაიმედო ადგილას შეძენილი შაურმა შეიძლება გახდეს სხვადასხვა ინფექციური დაავადების განვითარების მიზეზი.

შაურმის სასარგებლოდ შეიძლება ითქვას, რომ ჰოთ-დოგთან შედარებით შეიცავს ნაკლებ მავნე ნივთიერებებს. თუმცა, არ ღირს მისი ჭარბად მოხმარება, ვიანიდან შეიძლება მოყვეს შემდეგი დაავადებების განვითარება – გულ-სისხლძარღვთა, ათეროსკლეროზი, სისხლში „მავნე“ ქოლესტერინის დონის მომატება.

პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასეთი კერძები იწვევენ წამლისმიერის მსგავს დამოკიდებულებას. კიდევ ერთი, ფასთ-ფუდების ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფსიქიკური დაავადებების განვითარება.

http://vkusnoblog.net/products/shaurma


გადასვლა >> კვება