შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა

შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა

E. Due process

სამართლებრივი პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ არცერთი თავისუფალი ადამიანი არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ, ან სხვაგვარად აღკვეთონ მისი თავისუფლება, გამოაცხადონ კანონგარეშე, გაასახლონ, ან სხვაგვარად შებღალონ მისი უფლებები, რომ ხელისუფლება არ განახორციელებს ქმედებებს მის წინააღმდეგ და არც სხვას უბრძანებს ამის გაკეთებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს პრინციპი ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-9, მე-10 და მე-15 მუხლებშია მოცემული და მოიცავს: ღია სასამართლო განხილვას; უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს; “ნე ბის ინ იდემ-ის” პრინციპს (ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის შეუძლებლობა); საკუთარი არჩევნის მიხედვით იურიდიული დახმარების უფლებას

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……