შეუწყნარებლობა

შეუწყნარებლობა

E. Intolerance

პიროვნებისა და პიროვნებათა ჯგუფის. სახელმწიფოს ან არასამთავრობო ორგანიზაციების, საწარმოთა ხელმძღვანელობის და ა.შ. მხრიდან სხვა ადამიანთა ან მათი ჯგუფების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, დაფუძნებული ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: მათი რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, მოქალაქეობა, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობა. შ, როგორც წესი, გამოიხატება რასიზმში, რასობრივ დისკრიმინაციაში, რომელიც ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტორს შეიცავს, ქსენოფობიაში, სიძულვილის დამთესავ გამოსვლებში, სიძულვილით ჩადენილ დანაშაულში. შ
ყოველთვის აქტიურ ფორმას ატარებს, რაც უხეშად არღვევს გაეროს წესდების, ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის სხვა მთავრობათშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ფუძემდებლურ აქტებს, რომლებიც განამტკიცებენ პრინციპს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებით. მათ მომადლებული აქვთ გონება, სინდისი და ერთმანეთს ძმობის სულისკვეთებით უნდა ეპყრობოდნენ“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1-ლი მუხ., გაეროს წესდება). ევროპის საბჭომ შექმნა სპეციალური ორგანო – რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია (ECRI), რომელსაც დაეკისრა შ-ის ნებისმიერ გამოვლინებასთან საბრძოლველად საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს დარაზმვა და მათ მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი დასჯად აცხადებს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული თუ ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ მკვლელობას, სხეულის სეიოზულ დაზიანებას, წამებას (114-ე. 126-ე მუხ.) კოდექსი ასევე გამოყოფს ისეთი დანაშაულების დასჯადობას, როგორებიცაა: საფლავების წაბილწვა რასობრივი, რელიგიური თუ ეთნიკური შეუწყნარებლობის საფუძველზე (258-ე მუხ.), აპარტეიდის ან რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განზრახ დარღვევა (411-ე მუხ.), გენოციდის დანაშაული (407-ე მუხ.).

See also: ეთნიკური კონფლიქტი

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……