შეფასების ცხრილი (რუბრიკა)

შეფასების ცხრილი (რუბრიკა)

რუბრიკა არის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი გამოყენების წესების ერთობიობა, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი აფასებს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას ამა თუ იმ დისციპლინაში. როგორც წესი შეფასების სქემებს, რუბრიკებს ცხრილის ფორმა აქვთ. ცხრილის პირველ სვეტში (ან ალტერნატიული დიზაინის შემთხვევაში – სტრიქონში), მოცემულია სხვადასხვა კომპონენტი, რომელთა მიხედვითაც ხდება მოსწავლის მოსწრების შეფასება. მას მოსდევს აკადემიური მოსწრების სხვადასხვა დონეები და მათი შეფასების შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობები.

კარგი მასწავლებელი ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს შეფასების სქემების (რუბრიკების) შექმნის ან შერჩევისას:

• საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ ერთხელ მაინც მიიღონ მონაწილეობა თითოეული ტიპის რუბრიკის შექმნაში, მის დახვეწასა და შეფასებაში. ამას ორი მიზანი აქვს: პირველ რიგში, ეს მათ საშულებას მისცემს, უკეთ გაერკვნენ, რას ითხოვს მათგან მათი მასწავლებელი, როგორ აფასებს მათ ნამუშევარს (თამაშის წესები თავიდანვე ცნობილი/გარკვეული უნდა იყოს ყველა მხარისთვის). მეორეს მხრივ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რუბრიკების შექმნაში, შეფასებასა და დახვეწაში მონაწილეობა მათ გაუჩენთ დადებით დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობას, რადგანაც ისინი შეფასების პროცესის შემადგენელი ნაწილი გახდებიან.

• საკმარის დროს უთმობს რუბრიკების შერჩევას, ადაპტირებას და/ან მომზადებას, რათა რუბრიკის შესრულების შემდეგ შეგროვებული მონაცემები მასწავლებლისთვის სასარგებლო იყოს. კრიტერიუმებისა და შესრულების დონეებს ყურადღებით უნდა შერჩევა იმ მიზეზით, რომ ისინი ადეკვატურად უნდა ზომავდნენ მოსწავლის წარმატებას/მოსწრებას.

• მასწავლებელი ქმნის ისეთ ინსტრუმეტს, რომელიც გამოდგება გაზომვა-შეფასებითვის აქტივობების მთელი სერიის შემთხვევაში, ყოველი კონკრეტული აქტივობისთვის საკუთარი რუბრიკის შექმნის ნაცვლად. აგრეთვე, ერიდება ძალიან ზოგადი ხასითის რუბრიკის შექმნას, იმ მოსაზრებით, რომ იგი სასარგებლო იქნება ყველა სიტუაციაში.

• არ იყენებს ზედმეტ დეტალიზაციას. უამრავი არასაჭირო წვრილმანი ინფორმაციის ჩართვა იწვევს ძირითადი განზრახვიდან გადახვევას ან საერთოდ დაკარგვას და მიუღწეველს გახდის უმთავრეს მიზნებს. რუბრიკა მზადდება და გამოიყენება კონკრეტული მიზნის მისაღწევად/ მიზანმი-მართულად; რუბრიკის შექმნა/გამოყენება არ არის თავად მიზანი.

• შეზღუდეთ კრიტერიუმების რაოდენობა – ყუარადღება გაამახვილეთ გონივრული რაოდენობის კრიტერიუმეზე. მხოლოდ ოთხ-ხუთ კრიტერიმზე ფოკუსირება საშუალებს მოგცემთ ეფექტიანი ინტრუმეტის შექმნისა, რომელიც მიზანმიმართულად აფასებს, ზომავს იმას რაც არსებითია, რასაც თავად ანიჭებთ მნიშვნელობას.

• ყურადღებით ამოწმებს, რომ ყველა კრიტერიუმი გაზომვადი იყოს; ეს ბოლო ნიშნავს, რომ ყველა ჩართულია კომპონენტი ან რიცხვით მასშტაბზე არის აღნუსხვადი ან შეიძლება მათი აღნიშვნა „არის” ან „არ არის“ გზით.

• მაქსიმალურად კორექტულია კრიტერიუმების დონეების ჩამოყალიბებისას; არ იყენებს პირადი დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვებს (მაგ „მოსაწყენი“, „უინეტერესო“ პრეზენტაცია და ა.შ.). ყოველთვის მიუთითებს იმ ობიექტურ კატეგორიებს და შემდგენელ დეტალებს, რომელთა მიხედვითაც ხდება საბოლოო შეფასების მიღება.

იყენებს გაზომვის დაახლოებით ოთხ დონეს. დონეების ძალიან მცირე რაოდენობა არ იძლევა საკმარისი რაოდენობის მონაცემებს იმისათვის, რომ მოხდეს კორექტული დისკრიმინაცია, ზუსტი დიფერენეცირება.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……