შვებულება

შვებულება

E. holiday, leave

მუშაკის ყოველწლიური განთავისუფლება თანამდებობისა და საშუალო ხელფასის შენარჩუნებით. მუშაკის ყოველწლიური შვებულება მოიცავს არანაკლებ 24 სამუშაო დღეს, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დაუშვებელია ყოველწლიური შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამუშაოდან დათხოვნილ პირს შვებულებით არ უსარგებლია. შრომის მავნე პირობებზე დასაქმებულ ან არანორმირებული სამუშაო დღის მქონე მუშაკებს ეძლევათ დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის შინაგანაწესით, ან შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის დროს აღებული შვებულება ყოველწლიურ შვებულებაში არ შედის. მუშაკს, როგორც წესი, შვებულება უნდა მიეცეს ყოველ წელს, უწყვეტი მუშაობის 11 თვის გასვლის შემდეგ. პირობების და სხვა საპატიო მიზეზების გამო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნებართვით მუშაკს მისი განცხადებით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი უხელფასო შვებულება (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 66-74).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……