შიდა გადასახლება

შიდა გადასახლება

E. Internal exile

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ან მის გარეშე გარკვეული დროით (ხშირად ფაქტიურად განუსაზღვრელი) ადამიანის იძულებითი გადასახლება ისეთ ადგილას, რომელიც დიდი მანძილით არის დაცილებული მის საცხოვრებელ ადგილს. შ.გ-ის ორი სახე არსებობს: \n1. ადმინისტრაციული: შ.გ. ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ხორციელდება განკარგულების შედეგად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსა და ბრალდების წაყენების გარეშე. შ.გ-ის ეს სახე ძირითადად საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება და ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის აშკარა დარღვევაა; \n2. სასამართლო: შ.გ. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ასეთი განაჩენი საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა დარღვევაა. ადამიანის უფლებათა დარღვევად ითვლება აგრეთვე ისეთი კანონის გამოყენება, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დეკლარაციას ეწინააღმდეგება.

See also: გადასახლება

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……