შრომის დაცვა

შრომის დაცვა

E. protection of labour

საკანონმდებლო, სოციალურ-ეკონომიკური, ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური და ორგანიზაციული ღონისძიებების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის პროცესში ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა ეკისრება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას, რომელიც ვალდებულია საწარმოო ტრავმატიზმის თავიდან ასაცილებლად დანერგოს უსაფრთხოების ტექნიკის თანამედროვე საშუალებანი და უზრუნველყოს ისეთი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, რომლებიც აღკვეთენ მუშაკის პროფესიული დაავადების წარმოშობას (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, მუხლი 139).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. შრომის დაცვა – საკანონმდებლო აქტების, სოციალურ – ეკონომიკური, საორგანიზაციო, ტექნიკური, ჰიგიენური და სამკურნალო – პროფილაქტიკური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის უსაფრთხოებას, მის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და შრომისუნარიანობას მუშაობის  პროცესში.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……