შუამავლობა

შუამავლობა

E. Mediation

მესამე მხარის ჩარევა განვითარებულ კონფლიქტში ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა მხარეთა შერიგება, ან სამედიატორო სასამართლო. საშუამავლო მოღვაწეობის მიზანია კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის ხელის შეწყობა. \nმესამე მხარის როლი შესაძლებელია ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეასრულოს. მაგალითად, გაერომ, რისი შესაძლებლობაც მის წესდებაშია დაფიქსირებული (1 და 33-38 მუხლები). \ საერთაშორისო უთანხმოებათა მოგვარების ერთ-ერთი გზა საერთაშორისო სამართლის გამოყენებაა. \n \nმოლაპარაკებათა გაგრძელებაში ხელის შეწყობას გულისხმობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მესამე მხარე გადამწყვეტ და უშუალო როლს ასრულებს კონფლიქტის მოგვარებაში. ამ უკანასკნელის მაგალითია 1995 წელს ბოსნიელ მუსლიმანებსა და სერბებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტისა და მშვიდობის იძულებითი დამყარების „ბოსნიური მოდელის“ განხორციელება.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……