ჩაი, ყავა და  წყალი ა ლა ფურშეტზე

ჩაი – დღესდღეობით მოთხოვნილება სხვადასხვა სახის ჩაიზე თანდათანობით იზრდება, ამიტომაც ჩაის ფურშეტებზეც თავაზობენ.

ჩაის სახეობების უმრავლესობა მზადდება “პაკეტების”დახმარებით, მაშინ როცა არსებობს ჩაი, რომელიც ფოთლებისგან მზადდება.

ყავა – კარგი ხარისხის ყავა შეიძლება გახდეს ა ლა ფურშეტის გადამწყვეტი დამასრულებელი აკორდი.
ფურშეტზე  ყავას ჩვეულებრივ აქვდიან ა ლა ფურშეტის  დასასრულს, მაშინ როცა კაფეტერიებში და ბარებში ყავა შეიძლება გახდეს ვიზიტის მთავარი მიზანი. ამ სასმელის სწორად მომზადება და გონივრული მომსახურება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. არსებობს ყავის ჯიშის ნარევის დიდი მრავალფეროვნება. ყავა შეიძლება იყოს სწრაფად ხსნადი, ანუ ფილტრაციის მეთოდით მომზადებული, ყავის მადუღარებში, პერკოლატორში, პლუნჟერში ან ექსპრეს-მადუღარაში.

მინერალურს მას უწოდენენ მასში არსებული მინერალების გამო. ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მინერალური წყალი შეიძლება იყოს გაზიანი და უგაზო.

წყალს ბუნებრივი წყაროებიდან ეწოდება “ნატურალური”. ნატურალური მინერალური წყლები ხშირად იმ ადგილის სახელწოდებას ატარებენ, სადაც განლაგებულია ეს წყარო. ზოგჯერ მინერალურ წყალს ხილის წვენებით არომატიზირებენ.

მინერალურ წყალს იყენებენ როგორც გასაგრილებელ და გამასუფთავებელ სასმელს, ასევე სხვა სასმელებთან ნარევში.

ქეითერინგის საკონსულტაციო ჯგუფი  599 06 91 51
საწყისი წყარო: რესტორნის სერვის მენეჯერი 2015 წელი. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ლია ვაშაკაშვილი. რუსუდან ჩართოლანი. თამარ გოგოლაშვილი. ირაკლი დიდენკო.