ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის არჩევნების მართვის ორგანოების თანამშრომელთა ასოციაცია (ACEEEO)

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის არჩევნების მართვის ორგანოების თანამშრომელთა ასოციაცია (ACEEEO) – Association of European Election Officials  – დაარსდა 1991 წლის ნოემბერს ბუდაპეშტში IFES-ის მხარდაჭერით და უნგრეთის ინიციატივით. ACEEEO არასამთავრობო ორგანიზაციაა და ხელს უწყობს დემოკრატიულ ფასეულობათა, პრაქტიკისა და ინსტიტუტების განვითარებას. ორგანიზაციის მისია მდგომარეობს იმ არაპარტიული ფორუმის შექმნაში, რომელიც არ არის დამოკიდებული ქვეყნების მთავრობებზე და რომლის დანიშნულებაა ორგანიზაციის მოქმედების რეგიონის ფარგლებში არჩევნების მართვის ორგანოების თანამშრომელთა და საარჩევნო ექსპერტებს შორის ინფორმაციის გაცვლა, დემოკრატიისა და ეფექტური მმართველობის მხარდასაჭერად, გამჭვირვალე არჩევნების წახალისებისათვის საჭირო დისკუსიებისა და მოქმედებების განხორციელება.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……