ცენტრისტული პარტია

ცენტრისტული პარტია

პოლიტიკური სპექტრის ერთგანზომილებიანი განაწილების პირობებში ასეთად ითვლება პარტია, რომელსაც მარცხენა და მარჯვენა მხარეს სხვა პარტია ჰყავს. სოციალური სტრუქტურის ჭრილში ც. პ. გამოხატავს საშუალო კლასების ინტერესებს, მაშინ როდესაც ცენტრისტების მარცხნივ და მარჯვნივ მყოფი სხვა პარტიები იცავენ ან მშრომელი, ან საზოგადოების უმაღლესი ფენების ინტერესებს. პარტიების ერთ სპექტრზე განაწილების ამგვარი სტრუქტურა მხოლოდ ერთია სხვა შესაძლო განაწილებებს შორის და, შესაბამისად, თავად ც. პ–ის გაგება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთგვაროვანია. ასე მაგ., იმპერიულ გერმანიაში ც.პ–დ იწოდებოდა კათოლიკური პარტია, რომელიც თუმცა კონსერვატიული იყო თავისი იდეალებით, მაინც თვალსაჩოდ განსხვავედებოდა ნაციონალისტური მემარცხენე პარტიებისაგან. შვეციაში ც. პ. დაარსდა 1910 წელს. ეს იყო ფერმერების კავშირი. ინდუსტრიალიზაციის შემდეგ, როდესაც სოფლის ცხოვრება, თავად ფერმერული მეურნეობები მნიშვნელოვნად გარდაიქმნა, პარტიამ სახელი შეიცვალა და მოგვევლინა „შვეციის ცენტრისტულ პარტიად“. ც. პ–ების წარმატება–წარუმატებლობა პოლიტიკურ არენაზე დიდადაა დამოკიდებული როგორც ქვეყნის საარჩევნო სისტემაზე, ასევე კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაზე. გერმანიის ც. პ., თავისუფალი დემოკრატიები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ისინი სჭირდებოდათ როგორც ქრისტიან–დემოკრატებს, ასევე სოციალ–დემოკრატებს, რომელთაც მარტო უჭირდათ უმრავლესობის მოპოვება ბუნდესტაგში. ორპატიული საარჩევნო სისტემის პირობებში, საპირისპირო ვითარებაში აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის ცენტრისტული, ლიბერალური პარტია.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……