ცესია

ცესია – უფლების (მოთხოვნის) დათმობა. ცესიის დროს თავდაპირველი კრედიტორი თავის ადგილს ახალ კრედიტორს უთმობს (შეად. ვალის გადაკისრება). მაგ. ნინიმ ინტერნეტ მაღაზიიდან გამოიწერა წიგნი. სანამ წიგნს მოუტანდნენ შეიტყო, რომ დიდი ხნით უწევდა უცხოეთში გამგზავრება. გამოწერაში ცვლილებების შეტანას ამჯობინა წიგნი მისი ძმის დავითისათვის ეჩუქებინა. შეადგინა კიდეც ჩუქების ხელშეკრულება, რითიც დათოს დაუთმო შეძენილი წიგნის მოთხოვნის უფლება.   წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

2. ცესია – სხვა პირისათვის მოთხოვნის უფლების დათმობა.   Source: საქართველოს კანონი „ჩეკის შესახებ“, 1995 წლის 19 აპრილი;   სხვა პირისათვის მოთხოვნის უფლების დათმობა.   Source: საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“, 1995 წლის 19 აპრილი. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……