ცივილიზაცია

ცივილიზაცია

ც–ს სამი განსხვავებული მმიშვნელობა აქვს. ამ სიტყვების პირველი და მესამე მნიშვნელობა ყველა ენაში გამოიყენება, ხოლო მეორე მნიშვნელობა აზროვნების მხოლოდ გერმანულ ტრადიციას უკავშირდება. 1. ც. – ცხოვრების წესი, რომელიც დიდ სივრცეზეა განფენილი, აქვს დამოუკიდებელი ღირებულებათა სისტემა და სამყაროს სურათი, ასევე სპეციფიკური ეკონომიკა და ბატონობის ფორმა. ამ აზრით შეიძლება ვილაპარაკოთ ქრისტიანულ, დასავლურ და ა.შ. ც–ზე. ამგვარად გაგებული ც. ხშირად კულტურის ცნების სინონიმია. 2. გერმანულ ტრადიციაში ხშირად ც–ის ცნება კულტურის ცნებასთან არის დაპირისპირებული, მაგ., ფრიდრიხ ნიცშე (1844–1900) წერდა კულტურასა და ც–ს შორის ძირეულ დაპირისპირებაზე. კულტურასა და ც–ს შორის განსხვავებაზე პირველად გერმანელმა სოციოლოგმა ალფრედ ვებერმა (1868–1958) მიუთითა. გერმანულ სამეცნიერო ტრადიციაში ც. გულისხმობს მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების წმინდა ინსტრუმენტულ გამოყენებას. ც. არსებულ ცოდნას, უნარ–ჩვევებს, ორგანიზაციებს მხოლოდ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ცხოვრების პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას უქვემდებარებს, რასაც შედეგად ადამიანზე ტექნიკის ბატონობა მოაქვს. მაშინ როცა კულტურა აღწერს მიღწევებს, ცოდნას, მოქმედებებს, ობიექტებსა და ინსტიტუტებს, რომელთაც თავისთავადი, დამოუკიდებელი ღირებულება აქვთ და რომლებიც ყოველდღიური, პროფანული ცხოვრების მოთხოვნილებებზე მაღლა დგას. კულტურა არსებითად რელიგიას, ხელოვნებასა და მორალს ანიჭებს უპირატესობას და მათ ექვემდებარება, მაშინ როცა ც–ში მეცნიერებასა და ტექნიკასთან ერთად ეკონომიკის, პოლიტიკისა და სამართლის პრიმატია აღიარებული. 3. ც. (ცივილიზება) ნიშნავს ლტოლვილისა და აფექტის რეგულირების პროცესს, ძალადობისა და ძალადობისათვის მზაობის შემცირება– მოხსნას და ურთიერთობის ფორმებისა და ზნე–ჩვეულებების დახვეწას. ამ აზრით ცნება „ცივილიზაცია“ (ცივილიზებული) უპირისპირდება ველურობასა და ბარბაროსობას. ცნება „ცივილიზაციას“ ამ მნიშვნელობით იყენებდნენ ფრანგულ და ინგლისურ განმანათლებლობაში. სოციოლოგმა ნ. ელიასმა (1897–1990) შემოიტანა „ცივილიზაციის პროცესის“ ცნება. –ის პროცესი საზოგადოების იმგვარი განვითარების შედეგი და ფუნქციაა, როგორიცაა საზოგადოების მზარდი დიფერენციაცია, დამოუკიდებლობა და სახელმწიფო მონოპოლიის შემცირება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. civilization

G. zivilisation

Fr. civilisation

L. Civilis სამოქალაქო

1. ამა თუ იმ სოციალურ – პოლიტიკური ფორმაციისათვის დამახასიათებელი მატერიალური და სულიერი კულტურა, საზოგადოებრივი განვითარების საფეხური;

2. თანამედროვე სულიერი კულტურა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……