წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაცია

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაცია

E. Red Cross and Red Crescent Dederation

შეიქმნა 1919 წელს ქ. პარიზში. აერთიანებს 175 ქვეყანაში არსებულ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებებს. ფედერაცია ეროვნულ საზოგადოებათა დამაკავშირებელი ორგანოა. ფედერაციის წესდება მიღებულ იქნა 12.X.1977. ფედერაცია ეროვნულ საზოგადოებებს ეხმარება ბუნებრივი ან ხელოვნური კატასტროფებით გამოწვეულ უბედურებათა თავიდან აცილებისა და შემსუბუქებაში, განვითარების გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებასა და გავრცელებაში, კოორდინაციას უწევს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების განხორციელებას \nფედერაციის უმაღლესი ორგანოა კონფერენცია. მის სხდომებზე განისაღვრება ფედერაციის პოლიტიკა, ხდება ახალ ეროვნულ საზოგადოებათა მირება ან მათი გარიცხვა ფედერაციის წევრობიდან. ფედერაციის წესებით განსაზღვრულია ეროვნულ საზოგადოებათა უფლებები და მოვალეობანი. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებიან არამარტო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ფედერაციისა და ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლები, არამედ ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების ხელმომწერი სახელმწიფოების დელეგაციებიც. იმ შემთხვევებში, როდესაც ესა თუ ის სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე კრძალავს ეროვნულ საზოგადოებათა საქმიანობას, ეს საზოგადოება კარგავს თავის სტატუსს ფედერაციის შემადგენლობაშიც, რადგან საერთაშორისო აღიარებისათვის საჭირო ერთ-ერთი პირობაა საკუთარი სახელმწიფოს მიერ აღიარება. თუ ეროვნული საზოგადოების გაუქმების საფუძველი გახდა მისი უკანონო მოქმედება, წითელი ჯვრის ფედერაცია სახელმწიფო ხელისუფლების მიერ საზოგადოების გაუქმებადე თვითონ იმსჯელებს ფედერაციის წევრობიდან მისი გარიცხვის შესახებ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაუქმების საფუძველი არ გახდება საზოგადოების უკანონო მოქმედება, ფედერაციას შეუძლია, მხოლოდ მორალურად იმოქმედოს სახელმწიფო ხელისუფლებაზე, რადგან მას უფლება არა აქვს, აუკრძალოს ხელისუფლებას ეროვნული საზოგადოების გაუქმება. საქართველოში ფედერაციამ თავისი წარმომადგენლობა 1993 წელს გახსნა. ამ დროიდან მოყოლებული, ფედერაცია ეროვნულ საზოგადოებას ეხმარება სამედიცინო, სოციალური და სარეაბილიტაციო მომსახურების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……