წინასწარი პატიმრობა

წინასწარი პატიმრობა

E. pretrial detention

სისხლის სამართლის პროცესში აღმკვეთი ღონისძიებების ერთ-ერთი სახე, რომელიც თავისუფლების იძულებითი შეზღუდვით გამოიხატება (მაგ., საგამოძიებო იზოლატორში მოთავსება) წინასწარი გამოძიებისა და წინასწარი სასამართლო განხილვის პერიოდში. გამოიყენება სასამართლოს გადაწყვეტილების ან პროკურორის სანქციის საფუძველზე (სხვადასხვა ქვეყნებში). დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს სასამართლოს მისი პატიმრობაში ყოფნის კანონიერების თაობაზე. ჩვეულებრივ, წპ გამოიყენება იმ კატეგორიის საქმეებზე, რომელთა ჩადენისათვის კანონით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა. წპ გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როდესაც გამოძიებას აქვს საფუძველი, რომ ბრალდებული თავს აარიდებს მოკვლევას, დაემალება გამოძიებას ან სასამართლოს, ან შეეფარდება დანაშაულის საშიშროების მოტივით. კანონის თანახმად, წპ ხორციელდება კანონიერების, ყველა მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობის, ადამიანური ღირსების დაცვის, ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……