წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე

წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე

საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე – წმ. ანდრია დაიბადა ბეთსაიდაში, იგი წმ. იოანე ნათლისმცემლის უახლოესი მოწაფე იყო და მოციქულთაგან პირველი შეუდგა ქრისტეს. ქრისტიანობის საქადაგებლად წილის ყრისას, ქართლის მოქცევა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად. მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მაცხოვარი გამოეცხადა და აუწყა, რომ წმ. ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა ქართლში და თან წარეტანებინა მისი (ღვთისმშობლის) ხელთუქმნელი ხატი. წმ. ანდრიამ პირველად იქადაგა დიდაჭარაში, ააშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, შემდგომ მოაქცია მესხეთი და დაადგინა ეპისკოპოსები. წმ. ანდრიამ მცირე ხანი დაჰყო აწყურში, მოაწყო ეკლესია და დაასვენა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. მან იქადაგა კლარჯეთში, არტანუჯში (არტაან-კოლაში), სომხითსა და პართეთში, შემდეგ წავიდა იერუსალიმში. საიდანაც ნეტარი ანდრია, წმ. მატათასთან და წმ. სვიმონ კანანელთან ერთად დაბრუნდა ქართლში, იქადაგეს სამეგრელოსა და სვანეთში – სადაც წმ. მატათა დარჩა, ოსეთსა და აფხაზეთში – სადაც მიიცვალა წმ. სვიმონ კანანელი, წმ. ანდრიამ შემდგომ იქადაგა ჯიქეთში. ნესტორ მემატიანეს ცნობით, წმ. ანდრია სკვითთა ქვეყანაშიც (დღევანდელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია) იყო. უკანასკნელად მან იქადაგა ქ. პატრებში (საბერძნეთი). ქალაქის მმართველის ბრძანებით წმ. ანდრია ჯვარს აცვეს. წმ. ანდრია პირველწოდებულის,როგორც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დამაარსებლის ხსენების დღე, 12 მაისი, გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

See also: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……