წოდება

წოდება

სოციალური ფენა ინდუსტრიამდელ საზოგადოებებში, რომლის წევრთა ადგილი საზოგადოებაში, უფლება–მოვალეობები ადათით ან კანონმდებლობით იყო განსაზღვრული და მემკვიდრეობით გადადიოდა. გარეშე ეკონომიკური იძულება აკანონებდა სხვადასხვა კლასისა და ფენის განსხვავებულ უფლება–მოვალეობებს. მაგ., ბატონყმობის პირობებში უმაღლეს პრივილეგირებულ წრეს მიეკუთვნებოდა თავადაზნაურობა და სამღვდელოება. წოდებრივ ორგანიზაციას რთული იერარქიული ხასიათი ჰქონდა და გამოიხატებოდა მისი წევრების მდგომარეობის ან პრივილეგიების უთანასწორობაში. კასტაც განიხილება როგორც წოდებრივი ორგანიზაცია, მაგრამ აქ მემკვიდრეობის პრინციპი შეურყეველია. წ – ში კი წევრობის უფლების შეძენა შეიძლებოდა ფულითაც, უზენაეს ხელისუფალთაგან ბოძების სახითაც. წოდებრივი ორგანიზაციის კლასიკურ საზოგადოებად ფეოდალურ საფრანგეთს მიიჩნევენ, სადაც XIII ს–ის ბოლოსათვის დასრულდა წ–თა იურიდიული ჩამოყალიბება შესაბამისი სტატუსით – სამღვდელოთა, თავადაზნაურთა და მესამე წ–დ. საქართველოში წოდებრივი ორგანიზაცია რიგი სპეციფიკით ხასისთდებოდა: წ–თა შორის არ იყო გარდაუვალი ზღვარი; წ–ებს არ ახასიათებდა კასტური კარჩაკეტილობა და სხვ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

კანონით ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი სახელწოდება, რომელიც ადასტურებს ცალკეული მოქალაქისა თუ კოლექტივის დამსახურებას, პროფესიულ-სამსახურებრივ, სამეცნიერო ან სხვაგვარი კვალიფიკაციის ოფიციალურ აღიარებას.

See also: სამხედრო წოდებები, სპეციალური წოდებები

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……