ხელახალი არჩევნები

ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის გამართვის შესაძლებლობას; ბ) მთელ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა, ან შედგა, მაგრამ ასარჩევი პირი ვერ აირჩა და კანონი აღარ ითვალისწინებს არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობას; გ) თუ არჩეულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი ცესკოს შესაბამისი გადაწყვეტილებით; დ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

2. ხელახალი არჩევნები – Re-Run Elections  – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……