ხელისუფლების დანაწილება
E. separation of powers
პოლიტიკურ-სამართლებრივი დოქტრინა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ხელისუფლება რამდენიმე სტრუქტურას შორის უნდა გადანაწილდეს ტირანიის თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლების დანაწილების იდეა ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ევროპაში წარმოიშვა სამეფო ძალაუფლების აბსოლუტიზმის თავიდან ასაცილებლად; დღეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების დანაწილება, როგორც წესი, ორი პრინციპით, ორი მიდგომით ხდება – ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად; პირველი გულისხმობს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამოყოფას, ხოლო მეორე ცენტრალურ, რეგიონულ, მუნიციპალურ და რაიონულ ხელისუფლებას (ცენტრალურ, ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობას) შორის უფლებამოსილებათა გადანაწილებას.
Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……