ხელშეკრულება კონტოკორენტის

ხელშეკრულება კონტოკორენტის

E. guarantee agreement

ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მხარეები კისრულობენ პასუხისმგებლობას, საქმიანი კავშირებიდან წარმოშობილი მოთხოვნები და გადახდები შეიტანონ ანგარიშზე და ანგარიშის დახურვამდე მიიჩნიონ ხელშეუხებლად. ანგარიშის სალდო ექვემდებარება გადახდას შეთანხმებულ ვადაში. თუ ანგარიშის დახურვისას ის მხარე, რომელსაც ეკუთვნის თანხის ნაშთი, არ მოითხოვს გადახდას, მაშინ იგი შეიტანება კონტოკორენტზე. ანგარიშის დახურვით წარმოიშობა სალდოს მოთხოვნა, რომელიც შესრულების მიზნით იკავებს კონტოკორენტზე მოთავსებული მოთხოვნის ადგილს. ანგარიშის დახურვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 906).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……