ჯარიმა

ჯარიმა

E. fine, penalty

1. ფულადი გადასახდელი, რომელსაც იხდიან ფიზიკური ან იურიდიული პირები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ხელშეკრულების ან დადგენილი წესების დარღვევისათვის. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს გადამხდელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან;

2. მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები;

3. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ფულადი გადასახდელი, რომელიც ინიშნება დღიური ანაზღაურების სისტემით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ჯარიმა – პასუხისმგებლობის ფორმა, როდესაც სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი თანხის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……