ჰომოსექსუალიზმი

ჰომოსექსუალიზმი

(ბერძ. Homos – მსგავსი; ლათ. Sexsualis – სქესობრივი) – მამაკაცთა ჰომოსექსუალიზმი – მამაკაცის სექსუალური ლტოლვა მამრობითი სქესის წარმომადგენლის მიმართ. ამ სახის სექსუალური ორიენტაციის არსებობა ჯერ კიდევ უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჰომოსექსუალური სუბკულტურის შექმნა დღეისათვის წარმოადგენს არა მარტო ამ ორიენტაციის პარტნიორების ურთიერთმოძიების მცდელობას, არამედ გარკვეული ნიშან-თვისებებისა და მემკვიდრეობის მქონე კულტურული კონსტრუქტის ჩამოყალიბების პროცესს. არსებობს უამრავი გამოცემა, საინტერესო ჟურნალი, კლუნი, თეატრ-სტუდია, სადაც ხდება ე.წ. „გეი-კულტურის“ წარმომადგენლების ინტერესებისა და თვალთახედვის წარმოჩენა.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

სქესობრივი კონტაქტი ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის. ეს კონტაქტი შეიძლება იყოს არალეგულარული, შემთხვევითი, ორგაზმის გარეშე, ან – ინდივიდისთვის წამყვანი სექსუალური ორიენტაციის გამოხატულება. შესაბამისად, ტერმინი ლიტერატურაში გამოიყენება ფართო სპექტრით – არალეგულარული (ერთი ან ორი) კონტაქტის მქონე ინდივიდებთან დაკავშირებითაც და იმათ მიმართაც, ვისთვისაც ჰეტეროსექსულური კონტაქტი პრაქტიკულად არ არსებობს. ტერმინი უფრო ხშირად გამოიყენება მამაკაცებს შორის ინტიმური კავშირების აღსაწერად. ჰ–ის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სოციალურ–კულტურული ფაქტორები. ძირითად პრობლემებს წარმოადგენს ჰ–ის გავრცელების არეალი, მის მიმართ დამოკიდებულებებისა და სიმბოლიზების სისტემები სხვადასხვაგვარ საზოგადოებაში, რამდენადაც მიღება–მიუღებლობის თუ კვალიფიცირების (ცოდვა, დანაშაული, დაავადება) თავისებურებები შეესაბამება კულტურულ ორიენტაციებსა და სოციალური მოქმედების სტრატეგიებს. ჰ. დაკავშირებულია სექსუალურ მომთმენობასთან, ოჯახის სტრუქტურასთან, აღზრდის პროცესში სქესთა სეგრეგაციის ხარისხთან და სხვა სოციალურ–კულტურულ ფაქტორებთან. ჰომოსექსულისტთა მიმართ დამოკიდებულებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სტიგმატიზაცია (რაიმე კატეგორიის ხალხის სოციალურ–ფსიქოლოგიური დისკრიმინაცია) (იხ. სტიგმა) და ოსტრაკიზმი (კულტურის მოთხოვნათა მიმართ დამორჩილებისთვის გამიზნული ბოიკოტის ტიპის სანქციები). თანამედროვე მიდგომით, ჰ. უფრო ხშირად სექსუალური უპირატესობის სპეციფიკურ გამოვლენად მიიჩნევა და იშვიათად, (ფორმის გათვალისწინებით) – დაავადებად. სოციალურ მოძრაობაში სხვადასხვა მიმართულება (ფემინიზმი, ესენციალიზმი და სხვ.) ხაზგასმით აღნიშნავდა სექსუალობის სოციალურ–პოლიტიკურ მნიშვნელობას და მოითხოვდა ჰ–ის თავისუფლებას. შეიქმნა ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციის, შევიწროების და სტიგმატიზაციის საწინააღმდეგო კონტრიდეოლოგები. ტერმინი ჰომოსექსუალი ამგვარი მამაკაცებისთვის განსაკუთრებით მისაღები აღმოჩნდა ოსტრაკიზმის თავიდან ასაცილებლად. მისი სინონიმია გეი. მამაკაცთა ჰ–თან ერთად არსებობს ქალთა ჰ–ც – ლესბიანიზმი (საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის სახელწოდების მიხედვით; მისი სინონიმებია „საპფიზმი“ ან „ტრიბადია“).

See also: ლესბიანიზმი, სტიგმა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……