ლობიანის შეკვეთა , ლობიანის გამოძახება 577 06 91 51

ლობიანის შეკვეთა ყველაზე პოპულარული გამოძახებითი სერვისია საქართველოში.

ლობიანის შეკვეთა სად უნდა გააკეთოთ?

ჩვენ ვთვლით, რომ საუკეთესო ლობიანს გაწვდით 577 235 400

ლობიანის როლი ქართულ კულინარიაში

ქართული საზარეულო მდიდარია ცომეულის მრავალფეროვნებით. ლობიანი ერთ-ერთია იმ პოპულარულ ღვეზელთაგან, რომლებსაც საქართველოში ხშირად ამზადებენ, სიამოვნებით მიირთმევენ და არაერთ ტრადიციასაც უკავშირდება. ზოგიერთი მკვლევარი კი მიიჩნევს, რომ ლობიანი იმ ტრადიციული კერძების რიგებშია, რომლებიც ქართველთა ოჯახებში გაჭირვების ჟამს მზადდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მთავარი ინგრედიენტები სასარგებლო და ამავდრულად ხელმისაწვდომია.

 ლობიანის შეკვეთა სახეობების მიხედვითლობიანის გამოძახება

ლობიოს სახეობები

ლობიანს არაერთი სახეობა გააჩნია.
მას ამზადებენ როგორც მხოლოდ სანელებლებით შეკმაზული ლობიოს გულსართით, ისე მჟავეს ან ლორის თანხლებით.
ლობიანი მზადდება როგორც არაფენოვანი, ისე ფენოვანი და ნახევრადფენოვანი ცომით. ასევე განასხვავებენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მომზადებულ ლობიანებსაც. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ლობიო თითქმის მე-16 საუკუნიდან მოყავთ, ლობიანს საკმაოდ ბევრი დრო ჰქონდა არაერთი ტრანსფორმაციის განცდისთვის. ტრადიციული ლობიანისთვის ხშირ შემთხვევაში ნაზ, არაფენოვან ცომს ამზადებენ, რომელიც ტაფაში, ნელ ცეცხლზე მარტივად ცხვება.

რაჭული ლობიანი ლორით

ამის მაგალითია რაჭული ლობიანი, რომლის შიგთავსში ხშირად წვრილად დაჭრილ ლორს უმატებენ და თავად ლობიოსაც ლორთან ერთად ხარშავენ. რაჭველები და არამხოლოდ რაჭველები, ასევე აცხოვენ თონის ლობიანს, რომელიც მეტად ქართული და უფრო მეტად განსაკუთრებულიცაა.

ქალაქური ლობიანები

თანამედროვეობამ ლობიანის სახესხვაობა კიდევ უფრო გააფართოვა და მოგვცა ისეთი სიახლეები, როგორიცაა აჭარული ლობიანი მწნილით, ამასთანავე აქტუალური გახადა ფენოვანი და ნახევრადენოვანი ლობიანიც. უნდა აღინიშნოს, რომ ლობიანი არაჩვეულებრივად ცხვება მხოლოდ მცენარეული პროდუქტების გამოყენების შემთხვევაშიც, სწორედ აქედან გამომდინარე ითვლება იგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამარხვო კერძად. გარდა ამისა, ლობიო შესანიშნავი შემცვლელია ცხოველური პროტეინების, რაც კიდევ უფრო ზრდის ლობიანის კვებით ღირებულებასა და მის როლს გასტრონომიულ ასპარეზზე.

ლობიანის მომზადების რეცეპტი

ქვემოთ გთავაზობთ უგემრიელესი სამარხვო ლობიანის მარტივ რეცეპტს:

მასალა:

1კილოგრამი ლობიო;
4 თავი ხახვი;
150 გრამი ზეთი;
2 ცალი დაფნის ფოთოლი;
2 კილოგრამი ფქვილი;
1 ჩაის კოვზი საფუარი;
მარილი და პილპილი – გემოვნებით;
ცოტაოდენი შაქარი.

გულსართის მომზადება

ლობიანი გამოძახებითკარგად გარეცხეთ და მოხარშეთ ლობიო. დუღილს რომ დაიწყებს, 10 წუთში გადაღვარეთ წყალი, დაასხით ახალი წყალი და კვლავ ხარშეთ. ხარშვისას ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლიც. კარგად რომ მოიხარშება, წყალი გადაწურეთ, თუმცა არა ბოლომდე და ამოზილეთ. ზეთში მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გემოვნებით შეკაზმეთ პილპილ-მარილით. ჩაუმატეთ ლობიოს და კარგად მოურიეთ.

გამოცხობა

ცომის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, 50 გრამი ზეთი, საფუარი, მარილი და მწიკვი შაქარი. ჩაუმატეთ თბილი წყალი და ზილეთ მანამ ხელზე აღარ მოგეკრობათ. შემდეგ შეფუთეთ ცომი და დადგით 1 საათით, სანამ არ აფუვდება. ცომისგან გააკეთეთ 7-8 გუნდა და ცოტა ხნით დააყოვნეთ. შემდეგ გააბრტყელეთ ხელით, თითოეულზე თანაბრად გადაანაწილეთ ლობიოს შიგთავსი, მოუკარით პირი და გააბრტყელეთ.
გამოაცხვეთ ტაფაში დაბალ ცეცხლზე ან ღუმელში. გამოცხობის შემდეგ გადაუსვით ზეთის თხელი ფენა.

ლობიანის და სასმელების შეკვეთა

ქართველები ხშირად ამბობენ, ლობიანს რომელ კუთხეშიც გასინჯავ, იმ კუთხის ღვინო უნდა მიაყოლოო. მიჩნეულია, რომ ალკოჰოლური სასმელებიდან ლობიანს ყველაზე მეტად სწორედ ღვინო უხდება, მაგალითად რაჭულ თონის ლობიანს არაფერი მოუხდება ისე, როგორც რაჭული ხვანჩკარა. რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელს, ალბათ ყველაზე მეტად მაინც ნატურალური წვენი ან სახლში მომზადებული კომპოტია მისი თანმხლები, რადგან თავად ლობიანსაც სახლისა და ოჯახური სიმყუდროვის გემო აქვს.

 ლობიანის სადღესასწაულო შეკვეთა 

ლობიანის შეკვეთალობიანების გამოცხობა ბარბარობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, საქართველოში ლობიოს კულტივირებამდეც ცხვებოდა 17 დეკემბერს ღვეზელები, რომლებიც მზის სიმბოლოს წარმოადგენდა, რადგან ამგვარ ტრადიციას ასეთი ახსნა აქვს: „ქართულ წარმართულ პანთეონში საპატიო ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს – ბარბალეს. მათ დღესასწაულზე პატივის ნიშნად აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, სახელების მსგავსების გამო, დროთა განმავლობაში ორი სუბიექტის წმინდა ბარბარესი და მზის დედის – ბარბალეს გაიგივება მოხდა.“
მიიჩნევა, რომ ლობიომდე ღვეზელები ნიგვზის, ოსპის ან მუხუდოსგან ცხვებოდა, თუმცა ლობიომ ეს პროდუქტები მარტივად შეცვალა, გამომდინარე მისი ნოყიერებიდან, სასარგებლო თვისებებიდან და სასიამოვნო გემოდან. ეს მხოლოდ და მხოლოდ რაციონალური ცვლილებაა და რელიგიასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ საუკუნეების მანძილზე ლობიანი ბარბარობის განუყოფელ ტრადიციად, ხოლო ქართული სუფრისთვის – განუყოფელ კერძად იქცა. ლობიანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მარტივი და უბრალო, შეუცვლელი და გენიალურიც აღმოჩნდეს.