ადიდასი

ადიდასი

ადიდასიცნობილი კომპანია ადიდასი (Adidas), წარმოადგენს მსოფლიოში ერთ–ერთ უმსხვილეს გერმანულ  სპორტულ ბრენდს. მისი დამფუძნებელია ადოლფ დასლერი.  ადოლფი დაიბადა 1900 წლის 3 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ჰერცოგენაუერში. პირველი მსოფლიო ომის შემდგომი მძიმე პერიოდის შემდეგ დასლერების ოჯახმა გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის დაწყება. მათ გახსნეს ფეხსაცმლის სამკერვალო ადოლფის დედის სამრეცხაოს შენობაში. სამკერვალოში მუშაობდა მთელი ოჯახი: დედა და დები ჭრიდნენ თარგებს, ხოლო ადოლფი, მისი ძმა რუდოლფი (რუდი) და მამა კერავდნენ ფეხსაცმელს.პირველი მათ მიერ შეკერილი ფეხსაცმელი იყო ტაპკები, რომელიც იკერებოდა ჩამოწერილი სამხედრო აღჭურვილობისგან. პროდუქციის გასაღებით დაკავებული იყო რუდი, ხოლო წარმოების ორგანიზაციით და ახალი მოდელების შექმნით ადოლფი. 1924 წელს პატარა საწარმოს ეწოდა “ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა”.

ფირმის საქმეები საკმაოდ კარგად აეწყო და უკვე 1925 წელს ფაბრიკამ გამოუშვა პირველი შეპებიანი ბუცები. 1927 წელს ძმების წარმოება ფართოვდება და ფაბრიკა არენდით გადადის სხვა მთლიან შენობაში. კომპანიაში ამ დროისთვის უკვე მუშაობს 25 ადამიანი და იკერება 100 წყვილი ფეხსაცმელი დღეში. ძმები ახერხებენ ცოტა ხანში მთელი შენობის გამოსყიდვას. ადოლფს იმდენად იტაცებს შიპებიანი ბუცები, რომ თითონ თავის მეგობრებთენ ერთად იწყებს მათ გამოცდას ფეხბურთის თამაშის და სირბილის დროს. 1928 წელს ამსტერდამის ოლომპიადაზე სპორტსმენები პირველად გამოვიდიან სათამაშოდ “ძმები დასლერების” შიპებიანი ბუცებით, რითაც ადოლფ და რუდოლფ დასლერების ფირმა ძალიან დიდი პოპულარობა იძენს.

1938 წელს ძმები ხსნიან კიდევ ერთ ფაბრიკას ჰერცოგენაურახში, რომელიც უშვებს 1000 წყვილ ფეხსაცმელს დღეში.
მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო დასლერების ფაბრიკა ყვება დროებით კონფისკაციაში და თითონ ძმები მიდიან ფრონტზე საომრად. ერთი წლის შემდეგ ადოლფი ბრუნდება ფაბრიკაში და იწყებს სამხედროებისთვის სავარჯიშო ფეხსაცმლის კერვას.
ომის დამთავრების შემდეგ დასლერების ფაბრიკა ხვდება ამერიკელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და განიცდის დიდ ფინანსურ კრიზისს. ერთი წლის შემდეგ ამერიკელი სამხედროები მიდიან ტერიტორიიდან. ამავე პერიოდში სამხედრო ტყვეობიდან ბრუნდება რუდოლფი.
ძმებმა იწყებენ ფაბრიკის აღდგენას ისევ ჩამოწერილი სამხედრო აღჭურვილობისგან ფეხსაცმლის კერვით. იმ პერიოდში ფაბრიკაში მუშაობს 47 ადამიანი.
1948 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ადოლფმი და რუდოლფი სერიოზულად ჩხუბობენ და იღებენ გადაწყვეტილებას კომპანიის გაყოფის თაობაზე. თითოეულ მათგანს გაყოფის შედეგად ხვდება თითო ფაბრიკა. მათი საერთო გადაწყვეტილებით არცერთი არ გამოიყენებს კომპანიის ძველ დასახელებას და დასლერის ფეხსაცმლის ლოგოს.
ადოლფი თავის კომპანიას არქმევს Addas, ხოლო რუდოლფი Ruda –ს. ცოტა ხანში კომპანიების დასახელებები იცვლება და სახელებით ადიდასი (Adidas), და პუმა (Puma).
ამის შემდეგ ძმები მთელი სიცოცხლის მანძლილზე აღარ რიგდებიან. მათ შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზები უცნობია. მათი კომპანიები ხდებიან ერთმანეთის კონკურენტები.განსაკუთრებულად ადიდასის და პუმას ურთიერთმტრობა იგრძნობა იმ პერიოდის მშობლიურ ქალაქში, სადაც ორივე მათგანს ჰყავს საკუთარი ფეხბურთის გუნდი, თანამშრომლები დადიან სხვადასხვა გასართობ ადგილებში და მათი შვილები სწავლობებ სხვადასხვა სკოლებში.
1949 წელს ადოლფი ქმნის პირველ რეზინის მოსახსნელ შიპებიან ბუცებს. იგი ანახლებს ძველ საქმიან ურთიერთობებს რის შედეგადაც 1952 წელს ხელსინკის ოლიმპიადაზე სპორტსმენები გამოდიან ადიდასი (Adidas),  ბუცებით.
ოლიმპიადის შემდეგ ადოლფი იღებს გადაწყვეტილებას ბუცების გარდა მთელი სპორტული ეკიპირების წარმოების დაწყების შესახებ. თავდაპირველად ადიდასი (Adidas), იწყებს სპორტული ჩანთების გამოშვებას. ამის შემდეგ ადიდასი (Adidas), ახალ პარტნიორთან – ტექსტილის ფაბრიკის მეპატრონესთან ვილი ზელტერნაიხთან ერთად იწყებს სპორტული სახელოების გასწვრივ 3 ზოლიანი კოსტუმების გამოშვებას, რომელიც მალე ხდება პოპულარული.
1954 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ადიდასი (Adidas),  სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი გერმანიის ნაკრები პირველად ხდება მსოფლიო ჩემპიონი.
ამ გამარჯვებით ადოლფს უჩნდება იდეა ადიდასი (Adidas), რეკლამის სტადიონზე განთავსების. 1956 წელს ადიდასი (Adidas),  აფორმებს ხელშეკრულებას მელბურნის ოლიმპიური თამაშების დროს ადიდასი (Adidas) ,  რეკლამის განთავსების თაობაზე. ამავე პერიოდში იწყებს იგი სხვა ქვეყნებში ადიდასი (Adidas)  წარმოებაზე ხელშეკრულებების გაფორმებას.
1960 წლის რომის ოლიმპიადაზე მსუბუქი მძლეოსნობის სპორტსმენების უმეტესობა გამოდის საასპარეზოდ  ადიდასი (Adidas)   სპორტულ ფეხსაცმელში. ასევე ხდება ტოკიოს ოლიმპიადაზე. 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადაზე ადიდასი (Adidas)   აღჭურვილობით გამოსულმა სპორტსმენებმა აიღეს 37 ოქროს , 35 ვერცხლის და 35 ბრინჯაოს მედალი.
1972 წელს ადიდასი (Adidas)   ხდება მიუნხენის ოლიმპიადის ტიტულოვანი სპონსორი.
1975 წელს ადოლფ დასლერი ხდება პირველი არაამერიკელი “ამერიკული სპორტული საქონლის ასოციაციის” საპატიო წევრი.
1978 წელს ადოლფ დასლერს გარდაცვალების გამო ადიდასი (Adidas)    ხელმძღვანელობა გადადის მისი მეუღლის კატერინას ხელში.
კატერინა საკმაოდ კარგად ართმევს თავს ადიდასი (Adidas)    ხელმძღვანელობას, რადგან მეუღლის სიციცხლეშივე იგი წლების მანძილზე მონაწილეობს კომპანიის ადმინისტრაციულ საკითხებში და საქმის კურსშია ფირმის საქმეებზე. 1984 წელს კატერინას გარდაცვალების გამო ადიდასი (Adidas)   მმართველობა გადადის შვილის – ხორსტ დასლერის ხელში. იგი 51 წლის ასაკში ამთავრებს სიცოცხლეს.
ამის შემდეგ კომპანია გადადის დების ხელში, რომლებიც არ არიან გარკვეული ამ სფეროში და 1989 წელს ყიდიან ადიდასი (Adidas)    80% აქციებს ფრანგული კლუბის მფლობელს ბერნარდ ტაპის.
იმ პერიოდში ადიდასი (Adidas)    გამოდის მოდიდან და აღიქმება როგორც ძველი ბრენდი, რომელსაც იცმევდნენ მშობლები. ბაზარზე ჩნდებიან ახალი სპორტული ბრენდები, რომლებიც დიდ კონკურენციას უწევდნენ ადიდასს.
1993 წელს ადიდასში (Adidas)    მოდის ახალი მენეჯერი. იგი და სპეციალისტების ახალი ჯგუფი იწყებს ადიდასი (Adidas)    ახალი ისტორიის წერას.
პირველი, რასაც ახალი მენეჯერი აკეთებს, სამუშაოდ იბირებს დიდი რაოდენობით საუკეთესო სპეციალისტებს კონკურენტი ფირმებიდან (ნაეკი (Nike) და რებოკი ( Reebok)). ამის გარდა იგი

ორიენტაციას იღებს სპორტსმენების გარდა ჩვეულებრივ მომხმარებელზე გათვლილ პროდუქციაზე. იწყებს ადიდასი (Adidas)   საფირმო მაღაზიების ქსელის შექმნას და მათში ფირმის ინოვაციური პროდუქტის გაყიდვას.
1996 წელს ადიდასი (Adidas)   , ისევე როგორც ადრე, გამოდის ოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორის რანგში. ეს ხელს უჭყობს პროდუქციის გაყიდვების 50% – ით ზრდას. განსაკუთრებული ყურადღება მენეჯერების მხრიდან ეთმობა თანამედროვე პროდუქციის შექმნას, რითაც ადიდასი (Adidas)    იმსახურებს ახალგაზრდების დიდ სიმპათიას. 1997 წელს ადიდასი (Adidas)    ყიდულობს ზამთრის სპორტის პროდუქციის მწარმოებელი ფრანგუს კომპანია სალომონს. ამჟამად კონცერნს ეწოდება სააქციო საზოგადოება ადიდასსალომონი” ( Adidas – Salomon AG).
2005 წელს ადიდასსალომონმა ყიდულობს რიბოკის (Reebok) აქციების 100%.
დღევანდელ დღეს ადიდასი (Adidas)    ერთ–ერთი უმსხვილესი სპორტული ბრენდია მთელს მსოფლიოში.

აღებულია საიტიდან:  http://geronia.blogspot.com/2011/04/adidas.html

_____________________________________________________

[cardoza_facebook_like_box width=”180″ height=”90″]

.

.