ასუსი

ასუსი

ელექტრონიკისა და კომპიუტერული ტექნიკის კომპანია ასუსი  Asus (ASUSTeK Computer Inc. შემოკლებით ASUS) შეიქმნა ტაივანში 1989 წელს. მისი დამფუძნებლები არიან კომპანია ეისერის (Acer) ყოფილი თანამშრომლები MT Liao,  Ted Hsu,  Wayne Hsieh და TH Tung.
ბევრი მსჯელობის შდეგად შერჩეული იქნა კომპანიის სახელწოდება სიტყვიდან Pegasus (ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეს იყო მფრინავი ცხენი – მეცნიერებისა და შემოქმედების შთაგონების სიმბოლო).
პირველი პროდუქტი, რისი წარმოებაც კომპანია ასუსმა(ASUS) დაიწყო, იყო ჩიპსეტები. 1995 წელიდამ კომპანია იწყებს ასუსის დედა პლატების (Motherboard) წარმოებას. პირველი დედა დაფა, რომელიც იქნა გამოშვებული კომპანია ასუსის მიერ წარდგენილი იქნა კომპანია ინტელის (Intel) სატესტო ლაბორატორიაში, სადაც ასუსმა (ASUS)  მიიღო ძალიან მაღალი შეფასება. ამ ფაქტმა საშუალება მისცა ასუსს  (ASUS)  ხელი მოეწერა ინტელთან (Intel) თანამშრომლობის გრძელვადიან ხელშეკრულებაზე, რითაც გზა გაეხსნა  მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ასუსი იღებდა ინტელისგან ახალი პროცესორების შესახებ ტექნიკურ ინფორმაციას, რისი მოპოვების საშუალებაც ბევრ ფირმას არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე საგრძნობლად გაიზარდა ასუსის  (ASUS)  პრესტიჟი და პოპულარობა.

ასუსმა (ASUS)   გადაწყვიტა არ დაკმაყოფილებულიყო მიღწეული შედეგებით და გაზარდა წარმოების სფერო. პროდუქციას დაემატა ასუსის ვიდეო ბარათების  წარმოება. ამის შემდეგ ასუსი დებს მეორე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ახალ პარტნიორთან – ჰიულით პაკარდთან (Hewlett-Packard) და იწყებს შეკვეთით სერვერების წარმოებას. 2001 წლიდან კი იწყება ასუსის ბრენდის სერვერების გამოშვება.

ამავე პერიოდში ხდება მნიშვნელოვანი გარღვევა კომპანია ასუსი  Asus ისტორიაში და 2000 წლიდან იწყება ასუსის ნოუთბუქების წარმოება. ასუსი  Asus  დიდ ყურადღებას უთმობს პროდუქციის ეკოლოგიურ მხარეს. ასუსის ნოუთბუქებმა პირველმა მიიღო  ТСО ’99– ის სერტიფიკატი, რომელიც პროდუქციას  რადიაციული გამოსხივების, ხმაურის და  ენერგიის მოხმარების მხრივ უყენებს საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს.

დღეს კომპანია ასუსი  Asus წარმოადგენს ერთ–ერთ წამყვან კომპანიას მსოფლიო ბაზარზე. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო. ასუსი  Asus

ძირითადი პრიორიტეტი არის კომპიუტერები, კომუნიკაცია და სამომხმარებლო ტექნიკა. 2007

წელიდან კომპანია ასუსი  Asus წარმოება ვითარდება სამი მიმართულებით –  Asus – ბრენდი ასუსის, Pegatron – კომპიუტერების და Unihan – კორპუსების და სხვა მაკომპლექტებელი ნაწილების მიმართულებით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობები და ოფისები.
წარმოებული პროდუქციის ხარისხით ასუსი  Asus პირველ ადგილზეა ტაივანურ მწარმოებლებს შორის.

აღებულია საიტიდან:  http://geronia.blogspot.com/2010/12/asus.html 

_____________________________________________________