ბარბი

 ბარბი

პატარა  გოგონებისათვის საყვარელი თოჯინის – ბარბი (BARBIE) ისტორია იწყება 1956 წლიდან. ბარბი წარმოადგენს კომპანიის MATTEL სავაჭრო მარკას.
მისი შექმნის იდეა ეკუთვნის ამერიკელ რუტ ჰენდლერს. რუტმა და მისმა მეუღლემ ელიოტმა გასული საუკუნის 40–იან წლებში გახსნეს ფირმა, რომელიც აწარმოებდა სურათებისთვის ხის ჩარჩოებს. ელიოტი ამზადებდა ჩარჩოებს, ხოლო რუტი დაკავებული იყო მისი რეკლამით და რეალიზაციით.
იდეა პატარა გოგონებისათვის “დიდი გოგონას” თოჯინის შექმნის შესახებ რუტს მოუვიდა მაშინ, როდესაც მან დაინახა, რომ მისი გოგონას – ბარბარას და მის მეგობრებს  შორის “ბავშვი თოჯინებზე”  უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდნენ სწორედ  “დიდი გოგონას” თოჯინები.
თავიდან მან გადაწყვიტა წარმოებიდან მორჩენილი ხის მასალიდან თოჯინებისათვის პატარა ავეჯის დამზადება. სულ ცოტა ხანში ეს ბიზნესი გაცილებით მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩარჩოების. მაგრამ ჰენდლერებს არ ყოფნიდათ საკუთარი თანხები ბიზნესის განვითარებისთვის. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ბიზნესში ჩაერთოთ თავიანთი მეგობარი – ჰერალდ მეტსონი. შეარჩიეს ერთობლივი ფირმისთვის სახელი MATTEL (ორი სახელის МАТТ(Mattson) და EL (Elliot) შემოკლებით მიღებული).
1956 წელს შვეიცარიაში დასვენების დროს რუტ ჰენდლერმა ერთ–ერთი მაღაზიის ვიტრინაში დაინახა თოჯინა, რომელსაც ეძახდნენ “ლილის”. და მან გადაწყვიტა, თავისი იდეა თოჯინებთან დაკავშირებით რეალობად ექცია – შეექმნა ბავშვებისთვის თოჯინა, რომელიც იქნებოდა მათთვის ნამდვილი მოდელი, ოცნების გოგონა. სამშობლოში დაბრუნებამდე რუტმა მოახერხა შეესყიდა “ლილიზე” საავტორო უფლება.
ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ჰენდლერებმა დაიწყეს ლილის ამერიკული ანალოგის შექმნა.
1958 წელს რუტ ჰენდლერმა ოფიციალურად დააპატენტა თოჯინა – ბარბი (Barbie). მისი სახელი შერჩეული იქნა ქალიშვილის – ბარბარას პატივსაცემად.
ასე შეიქმნა თოჯინა ბარბი.
დებიუტი შედგა 1959 წელს ნიუ–იორკის ყოველწლიურ სათამაშოების გამოფენა – გაყიდვაზე. კომპანიამ Mattel პირველად წარმოადგინა თავისი ახალი სათამაშო – გრძელფეხებიანი, ლამაზი, მოდურად ჩაცმული, მაკიაჟით, ფრჩხილებზე მკვეთრი ფერის ლაქით და პერლამუტრის საყურეებით მორთული თოჯინა ბარბი. ბარბი წარმოდგენილი იყო ორ ვარიანტში: ქერა და შევგვრემანი.
საინტერესოა, რომ ამ გამოფენაზე ყველა საბითუმო ვაჭრობის წარმომადგენელმა უარი თქვა თოჯინის შეძენაზე.  ამიტომ რუტმა გადაწყვიტა თოჯინა გაერეკლამებინა ტელევიზიით.
ბარბის პირველი სატელევიზიო რეკლამა (1959 წელი):
ამ რეკლამების შემდეგ ბარბი  უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. ბარბი ჩასაცმელები  და აქსესუარები იყიდებოდა ცალკე. გამომდინარე იქიდან, რომ ბარბი ითვლებოდა მოდის მიმდევრად, მისი ტანისამოსის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში საუკეთესო დიზაინერები, მოდელიერები და იუველირები.
1961 წლისთვის ბარბი უკვე იყო ყველა დროის ყველაზე ცნობილი თოჯინა–მოდელი მსოფლიოში.
ამავე წელს  ბარბიგაუჩნდა მეგობარი კენი, რომლის სახელი შერჩეული იქნა რუტ ჰენდლერის მეორე შვილის  საპატივცემულოდ. 1963 წელს შეიქმნა მეგობარი გოგონა მიჯი, ხოლო 1964 წელს თოჯინა – სკიპერი. 1969 წელს შავკანიანების დისკრიმინაციის საპასუხოდ შეიქმნა ბარბის შავკანიანი მეგობარი – კრისტი.
ბარბის სატელევიზიო რეკლამა  1960–იან წლებში:
80–იანი წლებიდან დაწყებული იქმნება ბარბის  კოსტუმების ექსკლუზიური მოდელები, რომელთა ფასი აღწევს 850 დოლარს. 1985 წელს ტარდება ბარბის  ტანსაცმლის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც შექმნილი იყო ივ სან–მორენის, პიერ კარდენის, ჟან პოლ გოტიეს და სხვა გამოჩენილი დიზაინერების მიერ.
დღევანდელ დღეს მსოფლიო დიზაინერები: ჟივანში, მილლერი, ბლასსი და სხვები თვლიან, რომ ბარბის მოდელების შექმნა არა ნაკლებ პრესტიჟულია, ვიდრე ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის.
ბარბი – ოდრი ჰებბერნი
შექმნილია ბევრი ცნობილი მანდილოსნის ბარბის თოჯინა. მაგალითად ისეთების, როგორებიც არიან მერლინ მონრო, ვივიენ ლი, ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰებბერნი და სხვა.
ბარბი – მერლინ მონრო
ბარბი, ბრენდის ისტორია – ეს არის არაჩვეულებრივი ისტორია, დაწყებული ნახევარი საუკუნის წინ, რომელიც დღემდე გრძელდება. ბარბიმ მოიპოვა მსოფლიო აღიარება და უკვე

დიდი ხანია არ კარგავს პოპულარობას.
დღევანდელ დღეს ბარბი წარმოადგენს სათამაშოების ყველაზე პოპულარულ  ბრენდს მსოფლიოში. იგი იყიდება 150 ქვეყანაში. კვირაში იყიდება დაახლოებით მილიონი თოჯინა.

 

 

აღებულია საიტიდან:  http://geronia.blogspot.com/

 

_________________________________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

..