ბეკო

 ბეკო

საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიის ბეკო (BEKO) ისტორია იწყება 1955 წელს. ბეკო – ეს არის მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშანი, რომლითაც თურქული კომპანია არჩელიკი (Arcelic) უშვებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას.  არჩელიკი შეიქმნა 1955 წელს და შედის ჯგუფის  Koc Holding შემადგენლობაში. მისი დამფუძნებელი იყო თურქი ინჟინერი ბეჰბი კოჩი.  20 წლის განმავლობაში კოჩი მუშაობდა ოჯახის კომპანიაში, რომელიც დაკავებული იყო სამშენებლო მასალებით ვაჭრობით.
შემდეგ მან გადაწყვიტა საკუთარი კომპანიის გახსნა და 1944 წელს გახნა თურქეთში პირველი ავტომობილებით ვაჭრობს კომპანია. 10 წლის შემდეგ კი კომპანია ბეჟერანოსთან ერთად დააფუძნა ახალი კომპნია ბეკო.
ამ ბრენდის ქვეშ ეს ორი ფირმა აპირებდა კონსერვების და ტომატის პასტების წარმოებას. სახელი ბეკო შერჩეული იქნა ორი ფირმის სახელის პირველი ასოებისგან:   Bejerano და Koc. მაგრამ წარმოების გახსნას შეექმნა გარკვეული პრობლემები და წამოწყება ჩაიშალა. ბეკოს ქარხანას გადაერქვა სახელი და დაერქვა არჩელიკი. კომპანიამ გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრლება ფირმასთან General Electric და დაიწყო ელექტრო ნათურების წარმოება.
ვეჰბი კოჩი არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით და მუდმივად ეძებდა წარმოებისთვის ახალ მიმართულებებს. 1959 წელს პირველად გამოვიდა ბეკოს სარეცხი მანქანა. ხოლო 1960 წელს გამოვიდა ბეკოს მაცივარი. 1977 წლისთვის უკვე მასიური წარმოებით გამოდიოდა ბეკოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
არჩელიკის ხელმძღვანელები თანხმდებოდნენ იმაში, რომ თითოეული ქარხანა სპეციალიზირებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტის გამოშვებაზე. ამიტომ 1977 წელს დაიწყო ახალი ქარხნების მშენებლობა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ არჩელიკმა კომპანიასთან Turk Demir Dokum ერთად შექმნა კიდევ ერთი კომპანია – Ardem, რომელიც სპეცალიზირდებოდა გამთბობლების და სამზარეულოს ქურების წარმოებაზე. 1979 წელს კი დაიწყო ბეკოს მტვერსასრუტების წარმოება. 1996 წელს აშენდა არჩელიკის კიდევ ერთი ქარხანა , რომელიც უშვებს ჭურჭლის სარეცხ მანქანებს და კონდიციონერებს.
1990 წელს კომპანია არჩელიკმა ბეკოს სავაჭრო ნიშნით დაიწყო თავისი პროდუქციის გატანა ევროპის ბზარზე,
2000 წელს კომპანიაში იწყება ცვლილებები და იქმნება ერთიანი კონცერნი – Koc Holding Durable Consumer Goods Group.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიხსნა ბეკოს მაღაზიათა ქსელი.
ფირმა არჩელიკის გარდა კორპორაციაში Koc Group შედის 157 კომპანია, რომლებშიც დასაქმებულია 62 ათასი ადამიანი. კორპორაცია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით: ფინანსების, ტურიზმის, მშენებლობის და ენერგეტიკის.
დღევანდელ დღეს ბეკო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას. იგი აერთიანებს 10 ქარხანას, რომლებიც უშვებენ ექვს მილიონ ელექტრო პროდუქციას წელიწადში.

აღებულია საიტიდან:  http://geronia.blogspot.com/2011/12/beko.html

___________________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>
 ….