Category Archives: ვალდებულებითი სამართალი

მოწვევა ოფერტზე – ანუ შეთავაზების სწორი ფორმა

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com გუშინ  ერთ-ერთ  საკმაოდ  ცნობილ  კვების  ობიექტში  ყოფნისას  არჩევანის  წინაშე  დავდექი:  მიმეცა  თანხმობა  გაუფრთხილებლად  დაწესებულ  პირობებზე  ,  ან  მესარგებლა  შეზღუდული  მომსახურებით.  საქმე  იმაშია,  რომ  ელვისში  ყოველთვის  ავდივარ  მეორე  სართულზე  და  ვუკვეთავ  კონკრეტული  რაოდენობის  და  ღირებულების  საკვებს.  თანხის  გადახდის  შემდეგ,  როცა  დავაპირე  ავსულიყავი  და  ადგილი  დამეკავებინა,  წინააღმდეგობას  წავაწყდი  და  გავიგე,  რომ 

Read More

შემთხვევა – ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით

შემთხვევა: დედის  გარდაცვალების  შემდეგ  ქეთევანმა  მიიღო  მემკვიდრეობით  სახლი.  მემკვიდრეობის  მიღების  შემდეგ  ქეთევანმა  სახლის  გაყიდვა  გადაწყვიტა,  თუმცა  ქმარმა  ცოლისგან  მიიღო  ხელწერილი,  რომლითაც  ცოლი  ვალდებულებას  ღებულებდა  სახლი  გაეყიდა  მხოლოდ  ქმრის  თანხმობით.ქმარი  მივლინებაში  წავიდა  და  ამ  დროს  ქეთევანმა  სახლი  მიჰყიდა  შალვა  წიკლაურს.  ქმარმა  ამბის  გაგების  შემდეგ  მოითხოვა  შალვასგან  30%-ის  დამატება  ან  სახლის  უკან  დაბრუნება.  შალვამ  უარი  განაცხადა  და 

Read More

პირგასამტეხლო

ალბათ  ყველას  ხშირად  გვესმის  სიტყვა  პირგასამტეხლო,  თუმცა  მისი  სრული  იურიდიული  მნიშვნელობა  ბევრმა  არ  იცის. პირგასამტეხლო  წარმოადგენს  ვალდებულების  უზრუნველყოფის  დამატებით  საშუალებას.  ის  ერთგვარი  სტიმულია  ვალდებულების  შესრულებისთვის,  რადგან  ურთიერთობის  მონაწილემ  იცის,  რომ  თუ  არ  შეასრულებს  დაკისრებულ  მოვალეობას,  მას  მოუწევს  გარკვეული  ფულადი  თანხის  გადახდა.  სხვა  შემთხვევაში  კი  ,  უხეშად  რომ  ვთქვათ,  მოვალეს  შესაძლოა  სიტუაციიდან  “გამოძვრომის”  იმედი  ჰქონდეს.    პირგასამტეხლოს 

Read More

გარიგებანი – ზოგადი ნორმები

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com გარიგება არის ცალმხრივი,  ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის,შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგება  მხოლოდ  ისეთი  ნების  გამოვლენაა,  რომელიც  იწვევს  იურიდიულ  შედეგებს.  კერძოდ,  სამართლებრივი  ურთიერთობის  წარმოშობას,  შეცვლას,  ან  შეწყვეტას.  მაგალითად,  ვინმეს  დაპატიჟება  კინოში,  ფეხბურთის  სანახავად,  ანდა  წვეულებაზე,  ნების  გამოვლენაა,  მაგრამ  ისინი  არ  უკავშირდებიან  სამართლებრივ  შედეგებს  და  არც  სამართლებრივი  სანქციით  არიან  უზრუნველყოფილნი.  გარიგება  ყოველთვის  სამართლებრივი  სანქციასთანაა  დაკავშირებული.  ვთქვათ,  გამყიდველმა  არ  გადასცა 

Read More

გარიგების ფორმა

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com გარიგების  ფორმა  ნების  გამოვლენის  ფორმაა.  სამოქალაქო  კოდექსი  ამკვიდრებს  ფორმის  არჩევის  თავისუფლებას.  თვითონ  მხარეები  თანხმდებიან  გარიგების  ფორმაზე,  თუ  კანონით  არაა  იგი  განსაზღვრული.  ესა  თუ  ის  ფორმა  ყველა  შემთხვევაშია  აუცილებელი,  თუმცა  ზოგჯერ  კანონითა  თუ  მხარეთა  შეთანხმებით  განსაზღვრული  კონკრეტული  ფორმა  წარმოადგენს  გარიგების  აუცილებელ  ელემენტს,  როგორც  იტყვიან  გარიგების  corpus-ს,  ურომლისოდაც  ეს  გარიგება  არ 

Read More

ბე

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com ბეს  ცნება  ქართული  სამოქალაქო  სამართლისთვის  უცხო  არ  არის  და  მისი  გამოყენება  ნებისმიერ  ჩვენგანს  შესაძლოა  მოუწიოს.  ამიტომ  გადავწყვიტე  მესაუბრა  ამის  შესახებ. ბედ  მიიჩნევა  ფულადი  თანხა,  რომელსაც  ხელშეკრულების  ერთი  მხარე  აძლევს  მეორე  მხარეს  და  ამით  დასტურდება  ხელშეკრულების  დადების  ფაქტი. ბეს  ხელშეკრულების  ერთი  მხარე  აძლევს  მეორე  მხარეს  არა  უბრალოდ  სამომავლოდ  ხელშეკრულების  დადების 

Read More

ვალდებულებითი სამართალი – კაზუსი

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com ვაგრძელებ  კაზუსების  თემას  და  ამჯერად  შემოგთავაზებთ  კაზუსს  ვალდებულებითი  სამართლიდან,  თავისი  ამოხსნით. კაზუსი: რესტორანი  “სამწვადე“  უგემრიელესი  საფირმო  კერძების  დამზადებით  არის  სახელგანთქმული.  რესტორანი  კლიენტებს  განსაკუთრებული  ღვინოების  დიდ  არჩევანს  სთავაზობს,  რომელსაც  იგი  კახეთში,  ღვინის  მწარმოებელი  კომპანია  “ვაზის  ნაჟურისაგან“  ყიდულობს.  პარტნიორების  თანამშრომლობა  წლებს  ითვლის.  ორ  თვეში  ერთხელ  კომპანია  იღებს  შეკვეთებს  რესტორნისაგან  შესაბამისი  რაოდენობისა 

Read More

სანივთო და ვალდებულებითი უფლებების გამიჯვნა

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com სანივთო  და  ვალდებულებითი  სამართალი  მრავალი  ნიშნით  განსხვავდებიან.  ამ  განსხვავებას  საფუძველი  ჯერ  კიდევ  რომის  სამართალში  ჩაეყარა  სანივთო  და  ვალდებულებითი  უფლებების  დაცვის  საშუალებათა  ერთმანეთისაგან  გამიჯვნით.  რომაელი  იურისტები  განმარტავდნენ,  რომ  სანივთო  უფლება  წარმოადგენს  ნივთის  მიმართ  უშუალო  ბატონობის  გამოვლინებას,  ვალდებულება  კი  გულისხმობს,  რომ  სხვა  გავხადოთ  ჩვენთან  დაკავშირებული,  რათა  მოგვცეს  ან  შეასრულოს  რაიმე.  უფრო 

Read More

სესხები, სასესხო სამართალი

ონლაინ სესხები სესხებთან დაკავშირებით სესხი  სესხი სესხი  საბანკო სესხი ხელშეკრულება სესხის უიმედო სესხი ხელშეკრულება საბანკო კრედიტის ცესიონერი ტრანში  ტრანში . .