კაზუსის ამოხსნა სისხლის სამართალში #1
ბლოგის ადმინის ნებართვით აღებულია ბლოგიდან https://geolaw.wordpress.com სისხლის სამართალში კაზუსის ამოხსნა ყველაზე რთულია და საჭიროებს გარკვეული თანმინდევრობის და ტექნიკის ცოდნას. ვეცდები შემოგთავაზოთ ძირითადი წყობა და წესები მის ამოსახსნელად: კაზუსის ამოხსნისას მხოლოდ კანონის ტექსტის ზუსტი ცოდნა და მომხდართან მისადაგება არ კმარა. სისხლის სამართალში კაზუსის ამოხსნის დროს ავტორმა კანონის ტექსტთან ერთად უნდა გამოიყენოს ნორმის ინტერპრეტაცია, სადაც კანონი საკითხს