ჯორჯო არმანი

ჯორჯო არმანი

 კომპანია ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) შეიქმნა 1975 წლის 24 ივლისს მილანში სერჯიო გალეოტის და ჯორჯიო არმანის მიერ, რომელიც დღევანდელ დღემდე ინარჩუნებს კომპანიის პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორის და ერთადერთი აქციონერის სტატუსს.
ახალგაზრდა იტალიელი ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) , რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტის თერაპიის ფაკულტეტზე, თვლიდა ექიმის სპეციალობას თავის მოწოდებად და დიდი ინტერესით სწავლობდა სამედიცინო ლიტერატურას. ერთ მშვენიერ დღეს ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) უცნობი მიზეზის გამო იღებს გადაწყვეტილებას გაიხადოს თეთრი ხალათი და წავიდეს სამხედრო სამსახურში.
აღებული ტაიმ–აუტის პერიოდში ჯორჯო არმანი (Giorgio Armani)  ხვდება, რომ ექიმის პროფესია მას არ აინტერესებს და სამხედროდან დაბრუნების შემდეგ, მეგობარი ექიმების გასაოცრად, მუშაობას იწყებს მილანის ერთ–ერთ ცნობილ მაღაზიაში – La Rinescente – ვიტრინების გამფორმებლის თანამდებობაზე. სწორედ მაშინ გამოვლინდა ჯორჯო არმანიs (Giorgio Armani)  შემოქმედებითი ბუნება. ბევრი ახლობლისათვის ეს ყველაფერი გამოიყურებოდა როგორც ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) კარიერული ვარდნა და დასანანი ფაქტი, თუ როგორ შეიძლებოდა დიდი პერსპექტივის მქონე ექიმი ჩამოქვეითებულიყო მანეკენების მომრთველამდე.

ჯორჯო არმანი (Giorgio Armani)  კი არ აქცევდა ყურადღებას თავისი მეგობრების აზრს მის კარიერასთან დაკავშირებით. ჯორჯო არმანმა (Giorgio Armani) იპოვა თავისი მოწოდება და ყველაფერზე მნიშვნელოვანი მისთვის ეს იყო. ნიჭიერი ახალგაზრდა ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) მაშინვე შეამჩნია მაღაზიის ხელმძღვანელობამ და შესთავაზა მას მენეჯერის თანამდებობა. ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) იყო უბედნიერესი ამ შეთავაზების მიღებით. იგი ჩვეული გატაცებით არჩევდა და ახამებდა ნივთებს და მუშაობდა მაღაზიის საფირმო სტილის შემუშავებაზე.

მალე ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) ხდება კომპანია ჰიტმენის (Hitman) დიზაინერის თანაშემწე. კომპანია მუშაობდა ცნობილი სამოდელო სახლის – Nino Cerruti მამაკაცთა კოლექციების შექმნაზე.
კომპანიაში მუშაობის პერიოდში ჯორჯო არმანიმ (Giorgio Armani)  მიიღო შეუფასებელი გამოცდილება და ცოდნა მომხმარებლის მოთხოვნებსა და მატერიების ერთმანეთთან შეხამებაში. რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ თავის პარტნიორისგან – სერჯიო გალეოტისგან ჯორჯო არმანი (Giorgio Armani)  ღებულობს წინადადებას, ერთობლივი კომპანიის შექმნის თაობაზე.
ასე შეიქმნა კომპანია ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) .პირველივე კოლექცია – მამაკაცთა პიჯაკების, მოიპოვა ძალიან დიდი წარმატება. 1975 წელი კომპანიისთვის ასევე წარმატებული გამოდგა ახალგაზრდული, სპორტული ტანსაცმლის, საზღვაო კოსტუმების და აქსესუარების გამოშვების მხრივ. ლოგოტიპზე გამოიყენებოდა არწივის ფიგურაზე გამოხატული ინიციალები – “GA”– ჯორჯო არმანი (Giorgio Armani). 1 წლის შემდეგ უკვე გარკვეული წარმატების მქონე დიზაინერის მოდელები ჩნდება ჰოლივუდში. სწორედ იქ მიიღო ჯორჯო არმანმა (Giorgio Armani)  მსოფლიო აღიარება. ჯორჯო არმანის (Giorgio Armani)  შექმნილი მოდელებით იმოსებოდა ბევრი ცნობილი მსახიობი.

80 – იანი წლების დასაწყისში კომპანია ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) სალიცენზიო ხელშეკრილებას დებს კომპანია ლორეალთან (L’Oreal). (კომპანია ლორეალის ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ) პარფიუმერიის გამოშვების თაობაზე. ასევე მისმა სამოდელო სახლმა წარმოადგინა კოლექცია – Emporio Armani და Armani Jeans.
1985 წელს ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი სერჯიო გალეოტი ავადმყოფობის შედეგად (სპიდით) გარდაიცვალა.
1987 წელს იაპონურ კომპანიასთან – Itochu Corp და Seibu Department Store ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) თანამშრომლობის შედეგად გახსნილი იქნა ახალი Giorgio Armani Japan, ხოლო 1 წლის შემდეგ Luxottica Group Spa – სთან ლიცენზიური შეთანხმების შედეგად გამოშვებული იქნა არმანის სათვალეები.
90 – იანი წლების დასაწყისში უამრავი კომპანია სთავაზობდა ჯორჯო არმანი (Giorgio Armani) პარტნიორობას, რომლის მიხედვითაც დიზაინერი შეინარჩუნებდა შემოქმედებით პროცესებზე კონტროლს, მაგრამ არ მიიღებდა მონაწილეობას კომპანიის ბიზნეს ოპერაციებში. მაგრამ ჯორჯო არმანი(Giorgio Armani)  ნებისმიერ ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით ჯორჯო არმანი (Giorgio Armani)  განაცხადა, რომ უარი თქვა თანამდებობიდან წასვლაზე მხოლოდ გალეოტის ხსოვნის გამო, რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა არმანის სახლს
2001 წელს ჯორჯო არმანი (Giorgio Armani)  სამოდელო სახლი ყიდულიბს კომპანიას Simint Spa.
2003 წელს ჯორჯო არმანი (Giorgio Armani)  იღებს ლონდონის (London) ხელოვნების სამეფო ინსტიტუტის დოქტორის ხარისხს მსოფლიო მოდის და კინოს განვითარებაში ნოვატორის როლის შესრულებისათვის. აგრეთვე არმანის მიღებული აქვს ამერიკის მოდის მოდელიორთა საბჭოს ჯილდო Lifetime Achievement Award მამაკაცთა ტანისამოსის ხაზის შექმნისთვის და იტალიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – Gran Cavaliere della Repubblica.

აღებულის საიტიდან: http://geronia.blogspot.com/2011/01/giorgio-armani.html

 


..
___________________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

..