გუჩი

გუჩი

იტალიური მოდის სახლი გუჩი (Gucci) , რომლის ისტორია იწყება 1900 წლიდან.კომპანიის დამაარსებელი გუჩიო გუჩი (Guccio Gucci) დაიბადა 1881 წელს ფლორენციაში. ახალგაზრდა ასაკშივე მან დატოვა იტალია და გაემგზავრა ლონდონში, სადაც გარკვეული პერიოდი მუშაობდა ერთ–ერთ სასტუმროში ლიფტიორად. სწორედ მაშინ მას მოუვიდა აზრად, რომ ჩემოდანი და ჩანთა მოგზაური ადამიანებისთვის განუყოფელი ატრიბუტებია.
1921 წელს გუჩი ბრუნდება იტალიაში და ქორწინდება. ლონდონში მუშაობის პერიოდში დაგროვილი ფულით გუჩიო ხსნის ტყავის ჩემოდნების სახელოსნოს. 1 წლის შემდეგ კი პატარა მაღაზიას, რომელიც მოგვიანებით ცნობილი ხდება მთელს ევროპაში. მაღაზიაში იყიდებოდა სახელოსნოში უმაღლესი ხარისხის ტყავისგან და დახვეწილი გემოვნებით შეკერილი ჩემოდნები და ჯოკეების ტანსაცმელი. ძალიან მალე გუჩის მოდელებმა მოიპოვეს პოპულარობა. ევროპის საუკეთესო მოჯირითეები შეჯიბრებებზე გამოდიოდნენ გუჩის კოსტუმებში, რამაც ხელი შეუწყო კომპანიის პოპულარობას.
გუჩების ოჯახში იყო 6 ბავშვი. ბიჭები, ალდო, უგო, ვასკო და როდოლფო ბავშვობიდანვე ეხმარებოდნენ საქმეში მამას. 1933 წელს უფროსი შვილი – ალდო ქმნის კომპანიისთვის საფირმო ნიშანს: ორ ურთიერთგადაჯაჭვულ ასო G. 1937 წელს სამკერვალო კეთდება ფაბრიკად და იწყება ქალის ჩანთების, ხელთათმანებისა და ჩემოდნების გამოშვება.
1938 წელს რომის ყველაზე პრესტიჟულ ქუჩაზე Via Condotti იხსნება გუჩის ბუტიკი. ისინი შეკვეთებს იღებენ თვით მუსოლინისგანაც კი. 40–იან წლებში, მიუხედავად ომისა, გუჩისმაღაზიები იხსნება მთელი იტალიის მაშტაბით.
კომპანია გუჩის შექმნა, რა თქმა უნდა უკავშირდება გუჩიოს სახელს. მაგრამ მისი აყვავება და მსოფლიო აღიარება მისი შვილის ალდო გუჩის დამსახურებაა. მისი დამსახურებით ფირმის ასორტიმენტს ემატება ლეგენდარული გუჩის შარფები,  გუჩის ჰალსტუჰები და მოგვიანებით გუჩის საათები. საკულტო გუჩის ჩანთა ბამბუკის სახელურით აგრეთვე ალდოს დამსახურებაა.
1953 წელს მანჰეტენზე იხსნება პირველი  გუჩის მაღაზია. ეს იყო ერთ–ერთი პირველი იტალიელი ამერიკული მოდის სამყაროში.
კიდევ ერთი გუჩი – როდოლფო გუჩი კომპანიის შესახებ ამბობს: “ოჯახი იყო კომპანია და კომპანია – ოჯახი”. იგი ახალგაზრდობაში საკმაოდ წარმატებული კინო მსახიობი, ხდება, რომელიც 1930–1940 წლების იტალიურ ფილმებში მონაწილეობს მაურიციო დე ანკორეს ფსევდონიმით. ომის შემდეგ როდოლფმო თავს ანებებს მსახიობობას და ბრუნდება მამის ფირმაში. შესაძლოა სწორედ იმის გამო, რომ როდოლფომ ძალიან კარგად იცოდა მსახიობების გემოვნება, ისინი სიამოვნებით იცვამენ მისი ფირმის ტანსაცმელს. ფილმში “რომაული არდადეგები ” ულამაზესს ოდრი ჰებბერნს ამშვენებს  გუჩის საფირმო შარფი. ჯაკლინ კენედი ატარებს  გუჩის  ჩანთას. ფირმის სახე კი ხდება ულამაზესი ამერიკელი მსახიობი გრეის კელი. მის და მონაკოს პრინცის ქორწილზე ყველა სტუმარს საჩუქრად ერგო  გუჩის  შარფი.
1953 წელს კომპანიის დამფუძნებელი გუჩიო  გუჩის გარდაიცვალა და სამოდელო სახლი მემკვიდრეობით გადადის მისი ოთხი შვილის: გუჩიო–ალდოს, ვასკოს, უგოს და როდოლფოს ხელში. ძმები თავიდან წარმატებით აგრძელებენ მამის საქმეს. კომპანია ხსნის მაღაზიებს პარიზში, ლონდონში და ტოკიოში.

მაგრამ გუჩიოს სიკვდილი ხდება ოჯახის კრახის პირველი ნაბიჯი. ძმები დიდი ხნის განმავლობაში არჩევენ სასამართლოში, თუ ვის რა წილი ერგება კომპანიიდან. გრძელვადიანი სასამართლო პროცესების შედეგად ალდო გუჩის ერგო აქციების 50%. იგი განაგრძობს კომპანიის ხელმძღვანელობას.
ძმები საქმეების გარჩევის პარალელურად აგრძელებენ მუშაობას კომპანიაში. არ არის არც ერთი ოჯახის წევრი, რომელსაც პრეტენზია არ ჰქონდეს კომპანიის წილზე და არ ჩიოდეს სხვა ოჯახის წევრების წინააღმდეგ. პაოლო გუჩი, ალდოს შვილი, რომელიც შემდეგ იკავებს კომპანიის წამყვანი დიზაინერის პოსტს, დაუსრულებლად უჩივის საკუთარ მამას. თანაც საინტერესოა ის ფაქტი, რომ როდესაც მას უმთავრდება ფინანსები ადვოკატებისთვის, მას ფინანსურად ეხმარება ალდო.
სკანდალით მთავრდება პაოლოს მიერ მამის ფინანსური მაქინაციების შესახებ დოკუმენტების გამოქვეყნება. ამბობენ, რომ ერთ–ერთი მოსამართლე მირიამ ალტმანმი უარსაც კი ამბობს სასამართლო გარჩევაზე იმ მიზეზით, რომ მისი ინფორმაციით , კომპანია გუჩის შემოსავლის ორი მესამედი, ოჯახის წევრების მიერ იხარჯება ადვოკატების მომსახურებაში. პაოლოს მხარს უჭერს მისი ბიძაშვილი მაურიციო გუჩი, რომელიც შემდეგში ბიძასაც და ბიძაშვილსაც განდევნის ოჯახური ბიზნესიდან.
მიუხედავად ამ დაძაბული ურთიერთობისა 1960–1970 – იან წლებში კომპანია წარმატებით ვითარდება. იწყება გუჩის ცნობილი ფეხსაცლელების, სუნამოების საათების და ბეწვის პროდუქციის გამოშვება. იხსნება შვეიცარიაში წარმოება Gucci Timepieces, რომელიც ქმნის და აწარმოებს საიუველირო ნაწარმს. დღევანდელ დღეს ამ განყოფილებას ეკუთვნის გუჩის შემოსავლის 10%.
ამავე დროს არ ცხრება ნათესავებს შორისა საქმეების გარჩევა. 1982 წელს დირექტორების შეკრებაზე საქმე ჩხუბამდეც კი მიდის. ამ შეკრების შემდეგ პაოლო, რომელსაც ესროლეს საფერფლე, ტოვებს ფირმას, ხოლო გუჩის პარფიუმერიის განყოფილება გადის კომპანიიდან დამოუკიდებლად.
1983 წელს როდოლფოს სიკვდილის შემდეგ, მისი აქციები მემკვიდრეობით გადადის მისი შვილის – მაურიციოს ხელში. ნათესავებს მაშინვე შეაქვთ სარჩელი სასამართლოში იმ საბაბით, თითქოს მაურიციომ მამის ანდერძი გააყალბა. მას უსჯიან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც ტოვებს ქვეყანას. ალდო, რომელიც სიმპათიითაა განწყობილი ძმისშვილის მიმართ, თავისი პირადი ადვოკატის დახმარებით ახერხებს სასამართლო განაჩენის გაუქმებას, რის შემდეგაც მაურიციო ბრუნდება იტალიაში და იბარებს მემკვიდრეობას.
სამაგიეროდ, ამის გამო პაოლო, ალდოს შვილი რჩება ნაწყენი და შურისძიებით აღვსილი მამაზე. იგი წარუდგენს ამერიკის მთავრობას დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც ალდო თითქოსდა თავს არიდებს გადასახადებს. ამის საფუძველზე 1986 წელს ალდო გუჩი იქნა დაპატიმრებული და დამწყვდეული ამერიკის ციხეში. დადიოდა ხმები, რომ ეს აზრი მას მიაწოდა საკუთარმა ბიძაშვილმა მაურიციომ. სწორედ მან პრაქტიკულად გუჩის სახლი მიიყვანა კატასტროფამდე.
ამრიგად, 1989 წელს კომპანია გადადის მაურიციოს ხელში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არც ფასებზე და არც საქმეზე. იგი ხდება ფირმის პრეზიდენტი. ალბათ შეუგნებლად, მაგრამ ახალ პრეზიდენტს კომპანია მიჰყავს ბანკროტისკენ. მაურიციო ანთავისუფლებს სამსახურიდან ადამიანებს, რომლებიც ათეულობით წლები ქმნიდნენ ფირმის სახელს. ხსნის წარმოებიდან ლეგენდარულ გუჩის ბამბუკის სახელურიან ჩანთებს, გადააქვს ოფისი მილანში, სადაც მისი მშენებლობისთვის ხარჯავს ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს. მაგრამ ყველაზე დიდ დარტყმას კომპანიას აყენებს მის მიერ საფირმო ლოგოტიპით პროდუქციის გამოშვების ლიცენზიების უკონტროლო გადაცემები სხვადასხვა პატარა ფირმებზე, რომლებიც ძირითადად მდებარეობენ აზიაში.
შედეგად, 1990 – იან წლებში კომპანია თითქმის გაკოტრებული და განადგურებული აღმოჩნდა. ფირმის თანამფლობელები და გუჩიოს შვილიშვილები რობერტო, პაოლო და ჯორჯიო საკუთარი კაპიტალის გადასარჩენად ყიდიან თავიანთ აქციებს ბახრეინის ფინანსურ კომპანიას – Investcorp. სიტუაციის გამოსასწორებლად ახალი თანამფლობელები ქირაობენ ეკონომიკური დირექტორის თანამდებობაზე დომენიკო დე სოლლეს, რომელიც 1990 წელს სამსახურში იყვანს ამერიკელ დიზაინერს ტომ ფორდს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ხდება გუჩის სახლის დირექტორი და ახერხებს კომპანიის სახელის აღდგენას სულ ცოტა ხანში.
1993 წელს მურაციო 100 მლ. დოლარად ყიდის თავის წილს იგივე კომპანიას – Investcorp. შედეგად გუჩების ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი აღარ რჩება კომპანიის წილში.
1994 წლის 27 მარტს მილანი შეძრა ხმაურიანმა მკვლელობამ. გუჩის მილანის ოფისთან დაცხრილული იქნა 45 წლის მურაციო გუჩი. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელმა დაუშვა ბევრი შეცდომა და პოლიციამ შეძლო მისი ფოტო რობოტის შედგენა, დანაშაულის გახსნა რამდენიმე წლის მანძილზე ვერ მოხერხდა. სიცილიური მაფიის და ყოფილი პარტნიორების ვერსიები გამორიცხული იქნა. ყველაზე მეტი ეჭვი გაჩნდა მურაციოს მეორე ცოლზე – პატრიცია რეჯიანიზე, რომელსაც იგი გასცილდა რამდენიმე წლის წინ.
პირველ ცოლთან მურაციოს შვილი არ ჰყავდა. მეორესთან, რომელთანაც იცხოვრა 12 წელი ჰყავდა ორი ქალიშვილი. გაცილების შემდეგ პატრიციამ მიიღო 1მლ. დოლარი, იახტა და ორი სახლი, რომელთაგან ერთი მდებარეობდა ნიუ იორკში. მაგრამ მან, მისი თქმით “დარჩენილმა მომავლის გარეშე”, მიმართა დახმარებისთვის ფსიქოთერაპევტს ჯუზეპე აურიემეს, რომელიც გატაცებული იყო ოკულტიზმით. ისინი დამეგობრდნენ. და ერთ–ერთ სპირიტულ სეანსზე, მათი თქმით, სულებმა ქალებს ურჩიეს მაურიციოს თავიდან მოშორება. მათ დახმარებისთვის მიმართეს ერთ–ერთი პატარა სასტუმროს მფლობელს, რომელმაც დაიქირავა ქილერი.

რამდენიმე წლის შემდეგ პოლიციამ, რომელიც უთვალთვალებდა პიცერიის მფლობელს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნასრკოტიკების გასაღებაში, შემთხვევით მოისმინა მისი და პატრიციას საუბარი, რომელშიც იგი ითხოვდა პატრიციასგან ქმრის მკვლელობისთვის შეპირებული თანხის დარჩენილ ნაწილს .
ცოტა ხანში მთელი ეს კამპანია აღმოჩნდა განსასჯელთა სკამზე. პატრიციას, მიუხედავად იმისა, რომ იგი კატეგორიულად უარყოფს თავის დანაშაულს, უსჯიან 25 წელს. საქმის გჰადახედვა კი ჭიანურდება ერთ საოცარი ფაქტის გამო. ყველას, ვინც იღებს ხელში ამ საქმეს და დოკუმენტებს, მაშინვე უჩნდება გაურკვეველი ავადმყოფობის სიმპტომები. ამ ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ამიტომ იურისტები უარს ამბობენ ამ საქმის და ქაღალდების ხელში აღებაზე. ალბათ პატრიციას, რომლის ცნობილი ფრაზაა “მე მირჩევნია ვტიროდე როლს როისში, ვიდრე ბედნიერი ვიყო ველოსიპედზე”, ბოლომდე მოუწევს თავისი სასჯელის მოხდა ციხეში.
დავუბრუნდეთ გუჩის. დე სოლლეს წარმატებული პოლიტიკის შედეგად, რომელმაც გამოითხოვა ლიცენზიები, ჩადო მთელი მოგება კომპანიის გაფართოებაში და მოდური კომპანიების შესყიდვაში, აგრეთვე ფორდის ნიჭმა, რომლის კოლექციებიც სარგებლობს წარმატებით, შეძლო, რომ კომპანია გუჩი ისევ გაეყვანა მოდის ლიდერთა სიაში.
1995 წელს ტომ ფორდი კოლექციისთვის “Jet Set” იღებს საუკეთესო მოდელიორის წოდებას.
სეზონიდან სეზონამდე კომპანია გუჩი ძლიერდება და ძლიერდება. 2003 წელს ტომ ფორდი ხსნის ახალ გვერდს გუჩის სტილში. ძვირფასი ნაჭრების გამოყენებით იგი ქმნის კოლექციას, რომელიც აბალანსებს ინოვაციურ და ცოტა ვულგარულ სტილს. ეს კოლექცია სარგებლობს ძალიან დიდი წარმატებით.
2004 წლის აპრილში, უკვე წარმატებულ და სახელგანთქმულ კომპანიას “Gucci Group” ყიდულობს ფრანგული კორპორაცია Pinault Prin- temps Redoute (PPR).
და კომპანიაში კვლავ იწყება რეორგანიზაცია. ახალ ხელმძღვანელობასთან შეუთავსებლობის გამო კომპანიას ტოვებენ დე სოლლე და ტომ ფორდი. უდიდესი დიზაინერის დასამშვიდობებელი ჩვენება იმართება 2004 წლის თებერვალში მილანში. ჩვენებაზე სიტუაცია იყო უსაზღვროდ დაძაბული. წარმოდგენილმა კოლექციამ, რომელშის შეთავსებული იყო ფორდის ეპოქის გუჩის ყველაფერი საუკეთესო, უდიდესი მოწონება და განუწყვეტელი 20 წუთიანი აპლოდისმენტები დაიმსახურა. ფორდთან ერთად კომპანია დატოვა ათეულობით მოდელიერმა.
მთავარი მოქმედი პირის დაკარგვას რ თქმა უნდა არ ჩაუვლია კრიზისის გარეშე. მის ადგილს იკავებს 28 წლის ალექსანდრა ფაკინეტი, რომელიც მთლიანად ინარჩუნებს ფორდის დროინდელი სექსუალურ სტილს და ამავე დროს შეაქვს მოდელებში აფრიკანო–ინდური სტილი და ფერები.
მაგრამ ორი კოლექციის წარდგენის შემდეგ, ალექსანდრა მოულოდნელად აცხადებს თავის გადაწყვეტილებას კომპანიის დატოვების შესახებ მენეჯმენტთან შეუთავსებლობის გამო. ხელმძღვანელობა იძულებული ხდება სასწრაფოდ ეძებოს ახალი დიზაინერი. თანამდებობაზე მოწვეული იქნა ფრიდა ჯანინი, რომელსაც დღესაც უკავია ეს პოსტი.
გუჩიში მისვლამდე ჯანინი 5 წელი მუშაობდა კომპანიაში Fendi, ხოლო 2006 წელს შეყვანილი იქნა ჟურნალ Time რეიტინგებში: “100 ყველაზე გავლენიანი პერსონა მსოფლიოში”.
ამის შემდეგ, დღევანდელი დღის ჩათვლით კომპანია გუჩი  ვითარდება წარმატებით. ცოტა ხნის წინ გუჩი  შეისყიდა ცნობილი ფეხსაცმელების ბრენდი Sergio Rossi.

აღებულია საიტიდან:  http://geronia.blogspot.com/2011/06/gucci.html

 

_________________________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

…