ლორეალი

ლორეალი

ცნობილი ფრანგული პარფიუმერიის კომპანია ლორეალი (L’Oreal) შეიქმნა 1909 წელს. მისი დამფუძნებელი – წარმოშობით ფრანგი ეჟენ შუელლერი (Eugene Schueller) დაიბადა 1881 წელს კონდიტერის ოჯახში.
კოლეჯში სწავლის დროს იგი გატაცებული იყო ქიმიით. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ეჟენი სწავლას აგრძელებს სორბონის უნივერსიტეტში, რომელსაც ამთავრებს 1903 წელს ინჟინერ–ქიმიკოსის დიპლომით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შუელლერი იწყებს გამოკვლევებს თმის საღებავების მიმართულებით. იმ პერიოდში პარიკმახერები თმის შესაღებად იყენებდნენ ხნას და ბასმას. თავისი მეუღლის გადმოცემით, მან იცოდა, რომ ეს პრეპარატები არ იყო სათანადოდ ეფექტური.
1907 წელს ეჟენ შუელლერი აპატენტებს თმის საღებავებისთვის ორ ფორმულას: Noir et Or (შავი და ოქროსფერი) და L’Auréale. სწორედ აქედან მოდის კომპანიის დღევანდელი სახელწოდება – ლორეალი (L’Oreal) . დასახელება შედგება ორი ფრანგული სიტყვისგან : l’or, რომელიც ნიშნავს ოქროს და l’aureole – შარავანდედს.
1909 წელს საკუთარ ორ ოთახიან ბინაში ეჟენი ქმნის ფრანგულ, თმის უსაფრთხო საღებავების კომპანიას “La Société Française des Teintures Inoffensives”, რომელიც 1939 წელს ღებულობს სახელს კომპანია ლორეალი (L’Oreal).
გამომდინარე იქიდან, რომ გასული საუკუნის დასაწყისში თმას იღებავდნენ ძირითადად მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, ლორეალმა სარეკლამო კომპანიაის აქცენტი გააკეთა ჭაღარა თმების შეღებვაზე, რომელიც მანდილოსნებს აძლევდა ახალგაზრდობის ელფერს. ამასთან რეკლამირდებოდა საღებავის ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა მისი საშუალებით თმის ძირების გამაგრება და კვება. პროდუქტის რევოლუციური სიახლის გამო შუელლერმა მალე დაამყარა საქმიანი ურთიერთობები პარიზის პარიკმახერებთან.
შუელლერი თმას განიხილავდა როგორც სამეცნიერო გამოკვლევის საგანს და ქმნიდა ახალ ფორმულებს სამეცნიერო ანალიზის საფუძველზე. სწრაფად იზრდებოდა მისი თანამშრომლების რიცხვიც. კომპანიის დაფუძნებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, იხსნება ლორეალიs (L’Oreal)  ახალი წარმომადგენლობა იტალიაში. 1914 წელს კი ლორეალი (L’Oreal)  ფირმის სავაჭრო აგენტები მუშაობენ მთელს ევროპაში. 1928 წელს გაყიდვაში გამოდის ლორეალი  (L’Oreal) შექმნილი პირველი სწრაფად მოქმედი თმის საღებავი – Imedia (მანამდე თმის შეღებვას სჭირდებოდა 3 საათი), რომელმაც გადატრიალება მოახდინა თმის საღებავების ინდუსტრიაში.
1935 წელს თავისივე ნავით სეირნობისას, ეჟენმა საკუთარ თავზე გამოსცადა მზის სხივებისგან კანის დამწვრობა. მაშინდელ ბაზარზე წარმოდგენილი დამცავი საშუალებები არ იყო ეფექტური. ამიტომ დაიწყო კანის დამცავ საშუალებებზე მუშაობა და შედეგად გამოვიდა ლორეალი (L’Oreal)  პირველი სახის კანის დამცავი – Ambre Solaire.
როგორც აღვნიშნეთ, 1939 წლიდან კომპანიის ოფიციალური სახელი ხდება ლორეალი (L’Oreal) მთავარი ოფისით პარიზში და ლაბორატორიით, რომელშიც ხდება ახალი კოსმეტიკური საშუალებების შექმნა.
მეორე მსოფლიო ომის და მის შემდეგ პერიოდში კომპანია ლორეალი (L’Oreal) შეუწყვეტლად აგრძელებს მუშაობას. დანიაში ლორეალი (L’Oreal) პროდუქციის მიწოდება ხდება ველოსიპედების საშუალებით. დიდ ბრიტანეთში, ლორეალი (L’Oreal) პროდუქციის მწარმოებელი ქარხანა, დანგრევის გამო გადადის კინოთეატრის შენობაში.
ცნობილ დიზაინერს კოკო შანელს (შეგიძლიათ წაიკითხოთ კომპანია შანელის, ბრენდის ისტორია) შემოაქვს მანდილოსნებისთვის მოკლე ვარცხნილობები, რომელიც მოითხოვდა თმის ფიქსატორს და ელექტრო ბიგუდებს. აქედან გამომდინარე კომპანია ლორეალი (L’Oreal)  1945 წელს უშვებს ახალ პროდუქტს – Oreol, რომელიც შეიცავს თმის ვარცხნილობის ფიქსატორს.
1955 წელს იქმნება ლორეალი (L’Oreal)  პირველი ფერის მიმცემი ლორეალის შამპუნი – Colorelle.
1957 წელს, ეჟენ შუელლერის გარდაცვალების შემდეგ, ლორეალი (L’Oreal)  მმართველი ხდება ფრანსუა დალი. მისი ხელმძღვანელობით კომპანია საგრძნობლად ვითარდება კვლევითი მიმართულებით. ამავე დროს ხდება ახალი ბრენდების ლორეალი (L’Oreal)  კომპანიის მიერ შესყიდვა და ახალ მიმართულებზე მუშაობა. ლორეალი (L’Oreal)  სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიში იწყება სახის კანის მოვლის საშუალებების, დეკორატიული კოსმეტიკის და პარფიუმერიის შექმნაზე მუშაობა.
1963 წელს ლორეალი (L’Oreal)  რეგისტრირდება პარიზის საფონლო ბირჟაზე. 1965 წელს ხდება კომპანია გარნიერის ლაბორატორიის (Laboratoires Garnier) შესყიდვა. 1966 წელს გამოდის ლორეალის თმის საღებავი – Recital.
1974 წელს პარტნიორობის ხელშეკრულება ფორმდება კომპანია ნესთლესთან (Nestle), რომლის მიხედვითაც ეჟენ შუალლერის ქალიშვილი ლილიან ბეტტანკური გახდა 51%, ხოლო კომპანია ნესთლე (Nestle) – 49% –ის მფლობელი ჰოლდინგის (Gesparal) რომელიც თავის მხრივ აკონტროლებს ლორეალის 53,7% აქციებს.
ჰოლდინგი (Gesparal) დაიშალა 2004 წელს. ამჟამად კომპანია ლორეალი (L’Oreal)  27,5% წილის მფლობელია ქალბატონი ბეტტანკური, 26,4% წილის კომპანია ნესთლე (Nestle), ხოლო დანარჩენი წილი ეკუთვნით კერძო პირებს და ფონდებს.
ლორეალი (L’Oreal)  სარეკლამო სახეები ყოველთვის იყვნენ ცნობილი და ულამაზესი ქალბატონები.
დღეს კომპანია ლორეალი (L’Oreal)  კოსმეტიკურ ბაზარზე მუშაობს ოთხი მიმართულებით: თმის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, კანის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია. L’Oréal Group –ს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა L’Oreal Paris, Garnier, Maybelline, L’Oréal Professionnel, Redken, Lancôme, Biotherm, Parfums Giorgio Armani, Cacharel, Ralph Lauren, Helena Rubinstein, Vichy.
ლილიან ბეტტანკური მე–11 ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის. მისი ქონება შეფასებულია 18,8 მლრ. დოლარად.

აღებულია საიტიდანhttp://geronia.blogspot.com/2011/01/loreal.html

 

______________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

…..