შარფი

შარფი Sharp Corporation

ცნობილი იაპონური ტექნიკის კომპანია შარფი (Sharp Corporation) შეიქმნა 1912 წლის 15 სექტემბერს. მისი დამფუძნებელი იყო ტოკიოს მკვიდრი ახალგაზრდა ტოკუძი ხაიაკავა (Tokuji Hayakawa). საინტერესოა, რომ კომპანია შარფი (Sharp Corporation) შეიქმნა არა როგორც ელექტრონიკის მწარმოებელი, არამედ დაკავებული იყო მეტალის ნაწარმის რემონტით. 1915 წელს ტოკუძი აპატენტებს თავის გამოგონებას – ნიკელის კორპუსიან მექანიკურ ფანქარს, რომელსაც გათლა არ სჭირდება და იწყებს მის სერიულ წარმოებას.

1923 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ტოკუძის ფანქრების ქარხანა მთლიანად დაინგრა და 1924 წლის სექტემბერში იგი ხსნის თავისი მექანიკური ფანქრების ახალ კომპანიას HAYAKAWA METAL WORKS ქალაქ ოსაკას იმ რაიონში, რომელშის დღეს მდებარეობს კომპანია შარფი (Sharp Corporation)  მთავარი ოფისი.

10 წლის შემდეგ ტოკუძი ტოკიოს ერთ–ერთ მაღაზიაში ნახაულობს გასაყიდ რადიომიმღებს, რომელიც იწვევს მასში ძალიან დიდ ინტერესს. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი კომპანიის საქმიანობა დაეკავშირებინა იმ დროისთვის თანამედროვე და მოთხოვნად მოწყობილობებთან.
1925 წელს გამოდის კომპანიის  შარფი (Sharp Corporation)  პირველი შარფის რადიომიმღები წარწერით “Made in Japan”.
1926 წლიდან კი შარფი (Sharp Corporation)  ინტერესდება ტელევიზორების წარმოებით.
1951 წელს კომპანია შარფი (Sharp Corporation)  უშვებს თავის პირველ შავ–თეთრ ტელევიზორს, ხოლო 1953 წლიდან იწყება ახალი მოდელის SHARP TV3-14T სერიული წარმოება. 50 – იანი წლების ბოლოს პროდუქციას ემატება შარფი (Sharp Corporation) მაცივრები და სარეცხი მანქანების წარმოება.
1959 წლიდან კომპანია აფართოებს წარმოებას და უშვებს შარფი (Sharp Corporation) კონდეციონერებს, შარფი (Sharp Corporation) ელექტროგრილს და ვენტილატორებს. 1960 წლიდან გამოდის შარფის ფერადი ტელევიზორები.
1963 წელი – აღინიშნა კომპანია შარფი (Sharp Corporation) მიერ გამოშვებული პირველი მზის ელემენტებით.
1964 წელი – შარფი (Sharp Corporation)  უშვებს მსოფლიოში პირველი ტრანზისტორებზე აწყობილი მაგიდის კალკულატორს. 1969 წელს კი გამოდის შარფი (Sharp Corporation) მსოფლიოში პირველი ელექტრო კალკულატორი.
1970 წელს კომპანია HAYAKAWA METAL WORKS იცვლის სახელს და იწოდება Sharp Corporation რომელიც დღეს ყველა ჩვენთაგანისთვის კარგად არის ცნობილია და მისი პრეზიდენტი ხდება აკირა საეკი.
მნიშვნელოვანი გარღვევა კომპანია შარფისათვის  (Sharp Corporation) ს მოხდა 1982 წელს, როდესაც დაიწყო პორტატული კომპიუტერების გამოშვება. 1988 წელს გამოდის 14 დიუმიანი შარფი (Sharp Corporation)  მონიტორი. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება კომპიუტერულ ტექნიკაში თხევადკრისტალური ტექნოლოგიების გამოყენება.
1994 წლიდან კომპანია შარფი (Sharp Corporation) იწყებს 21 დიუმიანი, ხოლო 1995 წლიდან 28 დიუმიანი მონიტორების წარმოებას. 1996 წელს გამოდის ნოუთბუქი – Mebius.
დღევანდელ დღეს შარფი (Sharp Corporation) ერთ–ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში კომპიუტერული, საყოფაცხოვრებო და მოკროელექტრონიკის წარმოების დარგში. შარფ (Sharp Corporation)  წარდგენილი აქვს 32 დიუმიანი ინტერნეტ–ტელევიზორი, რომელსაც ჩამონტაჟებული აქვს მოდემი და ვიდეოკარტა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შარფი (Sharp Corporation) აქვს გახსნილი ოფისები და მსოფლიო ბაზარზე თხევადკრისტალური მონიტორების წარმოებით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

 აღებულია საიტიდან: http://geronia.blogspot.com/2010/12/sharp-corporation.html

__________________________________
გადასვლა Home>>>
გადასვლა ,,ბრენდები“>>>

..