ინტელექტუალური საკუთრების მხოფლიო ორგანიზაცია

ინტელექტუალური საკუთრების მხოფლიო ორგანიზაცია E. WIPO

შეიქმნა 1967 წელს, 1974 წლიდან გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულებებაა. მის ფუნქციებში შედის: სამრეწველო საკუთრების (გამოგონებები, სასაქონლო ნიშნები, სამრეწველო ნიმუშები და სხვ.) დაცვა, მეცნიერულ აღმოჩენებზე, ლიტერატურულ, სამუსიკო, მხატვრულ და სხვა ნაწარმოებებეზე საავტორო უფლებების დაცვისათვის ზომების მიღება, აგრეთვე იმ საკითხთა სფეროში ეროვნულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარება. მეცნიერულ–ტექნიკური რევოლუციის პროგრესის პირობებში ამ ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობა თანდათანობით იზრდება. განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიას სულ უფრო და უფრო დაჟინებით მოითხოვენ მზარდ ინტერესს იჩენენ ამ ორგანიზაციის მიმართ, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს მეტი საპატენტო ინფორმაცია, ორგანიზაციის წევრია დაახელოებით 150 სახელმწიფო \nსტრუქტურა: გენერალური ასამბლეა – შედგება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისაგან, რომლებიც იმავდროულად სამრეწველო საკუთრების შესახებ პარიზის (1883) ან ლიტერატურულ და სამხატვრო ნაწარმოებთა დაცვის შესახებ ბერნის კონვენციის (1886) მონაწილენი არიან. იგი მოიწვევა ორ წელიწადში ერთხელ; კონფერენცია აერთიანებს ამ ორგანიზაციის ყველა წევრს; საკოორდინაციო კომიტეტი შედგება 68 სახელმწიფოსაგან; მუშაობს: სამრეწველო საკუთრების მუდმივმოქმედი კომიტეტი; საერთაშორისო ბიურო (სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი და რომელიც აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ 6 წლის ვადით. \nორგანიზაციის შტაბ–ბინა ჟენევაშია.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……