რა გველის ლუდის ბოთლით ხელში სიარულისას

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

რამდენიმე  დღეა  სოციალური  ქსელები  და  საზოგადოება  აღშფოთებამ  მოიცვა:  171-ე  მუხლის  მიხედვით  იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელებისსმაანსაზოგადოებრივ ადგილებში მთვრალმდგომარეობაში ყოფნა!    კანონი შს სამინისტროს ვებგვერდზე  2009  წლის ივნისშია განთავსებული

ბუნებრივია  მსგავსი  შეზღუდვები  ნებისმიერი  ადამიანისთვის  შემაწუხებელია,  განურჩევლად  იმისა,  არის  თუ  არა  ის  ალკოლჰოლის  მომხმარებელი.  დავინტერესდი  რა  მდგომარეობაა  სხვა  ქვეყნებში  და  რა  მეთოდებით  ხდება  წესრიგის  დაცვა  საზოგადოებრივი  თავშეყრის  ადგილებზე.

ალკოჰოლურ  სასმელებს  ზღუდავს  ინდოეთი,  ფინეთი,  ნორვეგია,  კანადა,    ისლამური  სახელმწიფოები,  ევროპის  ზოგიერთი  ქვეყანა,  მაგრამ  როგორც  ვიკიპედიის  სტატიაში  იყო  მითითებული,  ყველა  ქვეყანაში  არის  დაწესებული  ზომიერების  ფარგლები,  რა  შემთხვევაში,  როდის  ხდება  აკრძალვა,  უძღვის  თუ  არა  აკრძალვის  დაწესებას  რაიმე  ტრადიცია  იმ  ტერიტორიაზე,  ხომ  არ  არის  ეს  ეკონომიური  მდგომარეობით  განპირობებული  და  ა.შ..

რა  ხდება  ჩვენთან:

პირველივე  მუხლი  სასტიკად  კრძალავს  ნებისმიერ  ადგილზე  სასმლით  ხელში  გამოჩენასაც  კი,  გარდა  კაფე-რესტორნებისა,  სადაც  სასმლის  გაყიდვა  თავად  მწარმოებლის  და  მფლობელის  მიერაა  დაშვებული.    კანონდარღვევის  შემთხვევაში  გველოდება  გაფრთხილება  ან  დაჯარიმება.  რამდენჯერმე  იმავე  ან  მსგავსი  სახის  ქმედების  განმეორების  შემთხვევაში  სასჯელის  ზომები  არითმეტიკული  პროგრესიით  იზრდება.

მე  გამიჩნდა  კითხვები,  რომელთაგან  რამდენიმე  მათგანი  მართლაც  საჭირბოროტოა:  უკვე  კანონად  მიღებული  გონივრული  ეჭვის    საფუძველზე,  ადამიანს  თუ  ჩხრეკისას  გაუმჭვირვალე  პარკში  შეფუთული  ,  სახლისთვის  გამზადებული  ალკოჰოლი  აღმოაჩნდება,  რა  გარანტია  გვაქვს  ,  რომ  ის  არ  გამოცხადდება  ეჭვმიტანილად  და  ბრალი  არ  დაედება  ადამიანის  ღირსებისა  და  საზოგადოებრივი  ზნეობის  შებღალვაში?  ვფიქრობ  რომ  გარანტიას  არავინ  გვაძლევს,  მით  უმეტეს  ზემოთხსენებული  კანონის  გათვალისწინებით.

ასევე  გასარკვევია  ის,  რატომ  არააა  ასაკობრივი  ზღვარი  დაწესებული,    როცა  ყველა  მოწინავე  ქვეყანა  ითვალისწინებს  დასაშვებ  ზღვრებს  მსგავსი  აკრძალვების  შემთხვევაში.

და  ბოლოს,  რამაც  დამაინტერესა:  ახლოვდება  ლუდის  ფესტივალი  და  საკითხავია,  აკრძალვები  გაგრძელდება  თუ  არა  ფესტივალის  განმავლობაში,  თუ  გაგრძელდება,  რა  გავლენას  მოახდენს  ფესტივალის  მიმდინარეობაზე  ?  და  საერთოდაც,  როდის  მოხდება  მუხლის  ვრცლად  კომენტირება  და  დაპანიკებული  მოსახლეობის  სათანადოდ  ინფორმირება?

“ინტერპრესნიუსს”  შსს-ს  ანალიტიკური  დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა,  შოთა  უტიაშვილმა  განუცხადა,  რომ  საზოგადოებრივი  თავშეყრის  ადგილებში,  მშვიდ  ვითარებაში,  ალკოჰოლის,  მათ  შორის  ლუდის  სმისთვის  მოქალაქეს  არავინ  დააჯარიმებს  და  რომ  აღნიშნული  171–ე  მუხლი  განკუთვნილია  მათთვის,  ვინც  ნასვამ  მდგომარეობაში  მყოფნი  შეეცდებიან  აყალ–მაყალის  ატეხვას.  თუმცა  აღნიშნული  მუხლის  პირველ  ნაწილში  ნათლად  არის  გადმოცემული,  რომ  დაჯარიმდება  ნებისმიერი  პირი,  რომელიც  დაიწყებს    სპირტიანი  სასმელების  სმას  ქუჩებში,  სტადიონებზე,  სკვერებში,  პარკებში,  ყველა  სახის  საზოგადოებრივ  ტრანსპორტში  და  სხვა  საზოგადოებრივ  ადგილებში.