ბრიქსის ქვეყნების ღვინოები რუსეთში
ევროპის ქვეყნებიდან რუსეთში ღვინის მიწოდება შემცირდა, იმავდროულად, პირიქით, გაიზარდა იმპორტი BRICS-ის ქვეყნებიდან, იტყობინება „Роскачество“. პარალელურად, ხდება იმპორტის რუსული წარმოების პროდუქციით ჩანაცვლება.
2024 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში რუსმა მწარმოებლებმა, გასულ წელთან შედარებით, არაშუშხუნა ღვინოების წარმოება 25,4%-ით, 75 მლნ ლიტრით გაზარდეს.
ცქრიალა ღვინოების წარმოების მოცულობა კი, 31 მლნ. ლიტრით გაიზარდა.
რუსი მწარმოებლები ითვალისწინებენ, რომ ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა თეთრ და ვარდისფერ ღვინოებზე.
თეთრი და ვარდისფერი ღვინოების წარმოების წილი მთლიან მოცულობაში გაიზარდა 61%-მდე, წითელი ღვინოების წილი შემცირდა 3%-ით, და ბაზრის 39% დაიკავა (რუსეთის „ღვინის გიდის“ მონაცემები).
რუსეთში, ამჟამად წითელი ღვინის წარმოება ფარავს მოთხოვნილების 50%-ზე მეტს მშრალ ღვინოებზე და 62%-ზე მეტს ცქრიალა ღვინის სექტორში.
რუსული წარმოების ღვინის წილი გაყიდვებში დინამიურად გაიზრდება, პროგნოზირებს „როსკაჩესტვო”.
ბრიქსის ქვეყნებს შორის 2024 წელს მოწოდების ლიდერი სამხრეთ აფრიკა გახდა („Роскачество“ ) – მოწოდება გაიზარდა 10,5 მილიონ ლიტრამდე, ზრდა კი 25%-ია.
პირველად 2018 წლიდან გასულ წელს რუსეთში ინდოეთიდან იქნა შემოტანილი მშრალი ღვინოების პარტია.
რამდენიმე წლის შემდეგ რეკორდული მოცულობა ჩავიდა ჩინეთიდან – ხუთჯერ მეტი, ვიდრე იმპორტირებული იყო 2021 წელს.
ექსპერტების პროგნოზით, 2024 წელს არამეგობრული ქვეყნების წილი რუსეთში მიწოდების მოცულობაში აქციზის ინდექსაციის გავლენის შედეგად კვლავ შემცირდება.
რუსული წარმოების მშრალი ღვინოები ლიტრებში მთლიანი გაყიდვების 60-65%-ს შეადგენს.