ექსტრემალური ტურიზმის სააგენტოების ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400
ქსტრემალური ტურიზმი პირობითად შეიძლება დაიყოს: სახმელეთო, საწყალოსნო და საჰაერო სახეებად.
ყველა ამ სახეობის განვითარების პირობები და საფუძველი ჩვენს ქვეყანას გააჩნია.
1. ექსტრემალური ტურიზმის სახმელეთო სახეები:
სპელეოტურიზმი
სპელეოტურიზმი – ეს არის მოგზაურობა ულამაზეს სამყაროში – მღვიმეებში.
მღვიმეებისადმი ტურისტების დაინტერესება განპირობებულია იმით, რომ ისინი კაცობრიობის ისტორიის შემნახველი ადგილებია, სადაც დაცულია მატერიალური კულტურის ნაშთები.
აქ ბუნების მიერ შექმნილი სამყაროს საოცარი სილამაზეა, რომელსაც ქმნის სტალაქტიტები და სტალაგმიტები, ქვის ყვავილები და სხვა საოცრებანი.
გარდა ამისა, მღვიმეებში ტურისტებმა შეიძლება იხილონ მიწისქვეშა მდინარეები, ტბები, ხეობები თავიანთი საოცარი ფაუნით.
საქართველო მღვიმეების ქვეყანაა.
„ერწოს“ ტბიდან მდინარე „ფსოუმდე“ 300 კილომეტრ მანძილზე გადაჭიმულია კარსტული რელიეფი, სადაც თავმოყრილია ასობით მღვიმე.
ჩვენთან სპელეოტურიზმს საფუძველი ჩაეყარა ახალი ათონის მღვიმის აღმოჩენის შემდეგ.
ამჟამად ტურისტებისათვის ხელმისაწვდომია „სათაფლიისა“ და „პრომეთეს“ მღვიმეები.
ჯერ კიდევ ბევრია შეუსწავლელი მღვიმეები: რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში და ა. შ.
ალპინიზმი
ალპინიზმი (მთათმსვლელობა) – ტურიზმის ყველაზე ექსტრემალური სახეა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
ზოგადად ალპინიზმის განვითარებას საფუძვლად დაედო 1923 წელს მყინვარწვერზე ჩატარებული ორი მასობრივი ექსპედიცია.
ამ სახის ტურიზმისათვის ხელსაყრელია ზაფხულის პერიოდი, მაგრამ ალპინისტების უმრავლესობა ზამთარშიაც არ ეშვება ამ საქმიანობას.
კავკასია ალპინიზმის ერთ-ერთი მთავარი ცენტია, კერძოდ: სვანეთი, ყაზბეგი, სადაც ფუნქციონირებენ ალპინისტური ბანაკები.
ქართველი მთათმსვლელები
დამოუკიდებელი ალპინისტური სახეობაა მეკლდეურობა, ანუ კლდეზე ცოცვა, რომელიც დაინერგა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ტარდებოდა შეჯიბრებები ამ სახეობაში და იქ წარმატებით მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მთათმსვლელები, მათ შორის იყვნენ ქალებიც.
ამ ფორმატში, მათი სიმრავლის გამო, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთს ვახსენებ, რადგან მას „ქართული ალპინიზმის ლეგენდა“, „მთის რაინდი“ და „კლდის ვეფხვი“ უწოდეს.
1960 წელს შოტლანდიის მთების დალაშქვრის შემდეგ, სადაც მიხეილ ხერგიანი მონაწილეობდა, იგი მიიწვიეს ლონდონში ლორდთა პალატაში, რომელსაც ესწრებოდა ინგლისის დედოფალი „ელისაბედ მეორე“.
მას უჩვენეს დოკუმენტური მასალა ალპინისტების ლაშქრობაზე.
განცვიფრებულმა დედოფალმა მიხეილ ხერგიანზე თქვა: „ვინ არის ეს ახალგაზრდა ვეფხვივით რომ დადის კლდეებზეო?!“.
იგი დაიღუპა 38 წლის ასაკში იტალიის დოლომიტებში მწვერვალ „დუ-ალტოს“ დალაშქვრის დროს.
მისი სახელობისაა თურქმენეთის მთებში 4060 მეტრი სიმაღლის მწვერვალი.
“color: #000000;”>ჩვენს ორბიტაზე აღმოჩენილ მცირე პლანეტას მისი სახელი ეწოდა.
ასევე არსებობს მისი სახელობის პრიზი;
მესტიაში არის მისი სახელობის სახლმუზეუმი.
1993 წელს დაარსდა „საქართველოს მთათმსვლელთა და მეკლდეურთა ასოციაცია“.
1996 წელს დაარსდა „მეკლდეურთა ასოციაცია“, რომელიც ყოველწლიურად ატარებს საქართველოს ჩემპიონატს, ქართველი მეკლდეურები მონაწილეობენ საერთაშორისო შეჯიბრებებში.
სამთო-სათხილამურო ტურიზმი
სამთო-სათხილამურო ტურიზმი – უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრე და მთის მწვერვალების თავბრუდამხვევი სილამაზეა საქართველოს სამთო – სათხილამურო კურორტებზე.
კავკასიის რეგიონში ყველაზე მეტად კარგად განვითარებული ამ ტიპის კურორტები სწორედ საქართველოშია, სადაც შესაძლებელია გაერთოთ სხვადასხვა საფრენი აპარატებით, იაროთ კვადროციკლებით, ისრიალოთ თხილამურებით და მიიღოთ მონაწილეობა ზამთრის ტურებში ბაკურიანსა და გუდაურში, მესტიაში-ხაწვალზე, თეთნულდსა და ბეთანიაში.
ჯიპტური
ჯიპტური – ეს არის საქართველოს ულამაზეს ადგილებში უძველესი დასახლებული სოფლების კულტურული ძეგლების უძველესი ცივილიზაციის ულამაზესი ბუნების ნახვა.
ჯიპტურები ტარდება: სვანეთში, ყაზბეგში, ფშავში, ხევსურეთში, თუშეთში.
ლაშქრობა კარვებით
ლაშქრობა კარვებით – ამ სახის ტურიზმი ხორციელდება ძნელად მისადგომ ადგილებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების და ხელშეუხებელ ბუნებრივ პირობებში ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების გასაცნობად.
ველოტურები
ველოტურები – ეს ექსტრემალური ტურიზმის შედარებით ახალი სახეობაა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში, რადგანაც ულამაზესი ბუნება და სტუმართმოყვარე ხალხი ანიჭებს მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას.
მოტოტურები
მოტოტურები – ამ ტურებზე დიდი ინტერესების გამო საქართველოს რეგიონებში შეიქმნა ავტო-მოტოტურიზმის საკემპინგე ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუმრებს იმოგზაურონ გადაადგილდნენ მოტოებით და განიცადონ დიდი ექსტრემი.
ასეთი ტურიზმის მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ დაბანაკდნენ ტურისტულ კემპინგენში და მათ თანმხლებ ეკიპაჟს მოუხდებათ მთელი რიგი რთული რელიეფის, მაღალი გადასასვლელების, მთების, უდაბნოსა და სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვა.
2. ექსტრემალური ტურიზმის საწყალოსნო სახეები
რაფტინგი ანუ ჯომარდობა
რაფტინგი ანუ ჯომარდობა – იგი პოპულარული გახდა საქართველოში 1960 – იანი წლებიდან.
ტურიზმის ეს სახეობა ითვალისწინებს მდინარეზე დაშვებას რამდენიმესექციიანი გასაბერი ნავებით. აუცილებელია ყველა ტურისტს ჰქონდეს სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი, სასურველია ჰიდროკოსტუმის ტარებაც. ნავში უნდა იყოს ერთი კვალიფიციური ინსტრუქტორი.
>2001 წლიდან დაიწყო ტურიზმის ამ სახეობის აღდგენა.
მისი ქართული სახელია „ჯომარდი“, რაც სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით ნიშნავს – „მხნეს“, „ცქვიტს“.
2003 წელს შეიქმნა სათავგადასვლო კლუბი „ჯომარდი“, 2005 წელს – ფირმა „ჯორჯიან ადვენტურს ენდ ტორს“, ხოლო 2007 წელს – ფირმა „რაფტინგი“.
ტურები ძირითადად ტარდება: მთიულეთის არაგვზე, ფშავის არაგვზე, მტკვარზე, რიონზე.
ტურიზმის ამ სახეობით ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ტურისტები სარგებლობენ.
დაივინგი
დაივინგი, ანუ წალქვეშა ცურვა სხვადასხვა სიღრმეზე – დაივინგი არის ცურვა ნიღბით და ჩაძირვა აკვალანგით.
ესეც ძალიან პოპულარული სახეობაა და დაკავშირებულია მრავალ საშიშროებასთან.
არსებობს წყალქვეშა ცურვის შემდეგი მიმართულებები: მიწისქვეშა „არქეოლოგია“ და ჩაძირული გემების გამოკვლევა, წყალქვშა ცურვა გამოქვაბულებში, სამეცნიერო ექსპედიციებში მონაწილეობა, წყალქვეშ ვიდეო და ფოტოგადაღება, წყალში ცურვა ყინულის საფარის ქვეშ.
არსებობს დაივინგის საზოგადოება, რომელიც ეხმარება მსურველებს, დაათვალიერონ ზღვის ფსკერი.
ძალიან საინტერესოა ჩაძირული გემებისა და თვითმფრინავების დათვალიერება.
აგრეთვე, შავ ზღვაში „ფილოფლორას მინდორი“, რომელიც გადაჭიმულია 36 მეტრ მანძილზე.
დაივინგის საზოგადოება გვთავაზობს ცურვას „სარფში“, „კვარიათში“, „ციხისძირსა“ და „პალიასტომის“ ტბაზე.
თუ ვინმე გადაწყვეტს მოინახულოს შავი ზღვის სამყარო, 4 ჩაძირული გემი და 3 თვითმფრინავი, აუცილებელია გაიაროს დაივინგის საზოგადოებასთან არსებული სპეცკურსები და მიიღოს სერთიფიკატი.
წყლის თხილამურები
წყლის თხილამურები – ეს ექსტრემალური ტურიზმის ყველაზე ცნობადი სახეობაა.
იგი პირველად გამოჩნდა აშშ -ში 1922 წელს და მის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა.
მას არ სჭირდება დიდი აღჭურვილობა, საჭიროა მხოლოდ თხილამურები, მაშველი ჟილეტი, ხელთათმანები და ჰიდროკოსტიუმი.
კაიაკინგი
კაიაკინგი – ეს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და აზარტული სახეობაა.
ეს არის ერთადგილიანი ნავი აღჭურვილი ნიჩბებით და ე.წ. კაბით, რომ ნავში წყალი არ ჩავიდეს.
დაშვება ხდება ნებისმიერ მდინარეზე, ან მდინარის რომელიმე მონაკვეთზე.
თევზაობა
თევზაობა – იგი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
შეიძლება ითევზაო საქართველოს მდინარეებზე, ტბორებზე, ასევე შავი ზღვის სანაპიროზე.
ადგილობრივი გამოცდილი მეთევზეები გააცნობენ ტურისტებს და ნებისმიერ მსურველებს ამ საქმიანობის საინტერესო დეტალებს.
ბერდვორდჩინგი
გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება „ბერდვორდჩინგი“ – შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, მისი შემოგარენი შავი ზღვის აღმოსავლეთის საიმიგრაციო დერეფნის სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.
აღნიშნულ ტერიტორიებს ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს.
სწორედ, რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს გადამფრენი ფრინველების სიმრავლეს, რაც ფრინველების გადაფრენაზე დაკვირვების მოყვარულებს იზიდავს.
ბათუმის შემოგარენი, კერძოდ კი სოფლები – ჩაისუბანი და სახალვაშო წარმოადგენს ფრინველთა მიგრაციის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო დერეფანს.
შემოდგომის პერიოდში აქ ფიქსირდება მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი.
2012 წლიდან სექტემბრის თვეში ყოველწლიურად ტარდება – ბათუმი „ბერდფესტივალი“, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ბევრი უცხოელი სტუმრობს რეგიონს.
3. ექსტრემალური ტურიზმის საჰაერო სახეები
საპარაშუტო სპორტი
საპარაშუტო სპორტი – ტურიზმის ეს სახეობა ძალიან საინტერესოა და მოითხოვს ძლიერ და საფუძვლიან მომზადებას.
მისი სახეებია: კლასიკური პარაშუტიზმი, ჯგუფური აკრობატიკა, გუმბათური აკრობატიკა, თავისუფალი სტილი, სკაიფერდი.
პარაპლანი
პარაპლანი პოპულარულია მაღალმთიან ქვეყნებში, ამიტომ საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია. დამწყებთათვის საუკეთესო ადგილებია თბილისის ზღვის და რუსთავის ტერიტორია.
პროფესიონალებს კი შეუძლიათ მთებიდან, კერძოდ: სვანეთის (მესტია), ყაზბეგის, თუშეთის, გუდაურის, რაჭის მთებიდან დაშვება.
ფრენა შეიძლება აგრეთვე: ბათუმში, ქობულეთში, ახალციხეში, ბოლნისში, სიღნაღში, ალაზნის ველზე და სხვა.
მოყვარულები ფრენას განახორციელებენ გამოცდილ მფრინავებთან ერთად.
ფრენისათვის საუკეთესო დრო აპრილი – ივლისია.
დელტაპლანებითა და საჰაერო ბურთებით გასეირნება
დელტაპლანებითა და საჰაერო ბურთებით გასეირნება – ეს გასეირნება ხორციელდება ორ-სამ ადამიანზე ან 16 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ბურთით.
ამ დროს საჭიროა მშვიდი საფრენი ვითარება, როგორიცაა დილით ადრე – დაახლოებით 6 საათზე, თუმცა საღამო საათებშიც შეიძლება ფრენა, მაგრამ უფრო ხანმოკლე დროით.
ბურთი მოძრაობს მხოლოდ ქარის მიმართულებით.
ამ ტურისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და ზაფხული.
სიმაღლიდან ხტომა
სიმაღლიდან ხტომა – ეს ხორციელდება მაღალი სიმაღლიდან სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით.
4. ექსტრემალური ტურიზმის სხვა სახეობები
ექსტრემალური ტურიზმის ზემოთ განხილული სახეები საქართველოში მეტნაკლებად არის განვითარებული.
გარდა ამ სახეობებისა, მსოფლიოში არსებობს აგრეთვე ექსტრემალური ტურიზმის ეგზოტიკური სახეები.
კოსმოსური ტურიზმი
ყველაზე ეგზოტიკური სახე ექსტრემალური ტურიზმისა არის კოსმოსური ტურიზმი, რომლითაც მხოლოდ რამდენიმე კაცმა ისარგებლა.
პირველი იყო ამერიკელი მილიონერი – დენის ტიტო, რომელსაც ეს გასეირნება 12 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.
კოსმოსური ხომალდების რამდენიმე ავარიის შემდეგ ტურისტების წაყვანა დროებით შეწყდა.
მიუხედავად სიძვირისა, მსურველი საკმაოდ ბევრია.
ტურები „არქტიკასა“ და „ანტარქტიდაში“
ახალი დაწყებულია კრუიზები და ტურები „არქტიკასა“ და „ანტარქტიდაში“, სადაც ტურისტებს ეძლევათ საშუალება იხილონ სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველები და დედამიწაზე ყველაზე სუფთა ადგილები.
ამიტომაც მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებს აქვთ ამ ტერიტორიაზე ტურისტების გაშვების უფლება, ისიც ლიმიტირებული რაოდენობით.
ტური „ჩერნობილში“
არის აგრეთვე ტური „ჩერნობილში“, რომლის მსურველი არცთუ ისე ბევრია, მაგრამ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც სარგებლობს ამ ტურით.
მსურველებს დაახლოებით 100-150 დოლარად შეუძლია იხილოს „მკვდარი ქალაქი“, რომელიც მხოლოდ გარეული ცხოველებით არის დასახლებული.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანის საქმიანობაში დაშვებულ დიდ შეცდომებს, როცა ტექნიკური სიახლეების დანერგვის დროს არ ითვალისწინებენ უსაფრთხოების წესების დაცვის ღონისძიებებს.
ამონარიდი დილავარდისა დავითულიანისა და ლილი კოჭლამაზაშვილის სტატიიდანhttps://dziebani.tafu.edu.ge/86-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C
8 comments on “ექსტრემალური ტურიზმის სააგენტოების ბიზნეს გეგმების მომზადება 577 235 400”