იზაბელა
არჩილ შენგელიას სტატიაში განხილულია იზაბელას პროდუქციის წარმოების საკითხები. მოსაზრებები შეგიძლიათ დაწეროთ ამ სტატიის ქვემოთ კომენტარებში, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებთ იზაბელას საკითხების განსახილველად შექმნილია სპეციალური ფეის-ჯგუფი https://www.facebook.com/groups/5871379169629993 . გაწევრიანდით ჯგუფში და მოგვაწოდეთ თქვენი მოსაზრებები.
იზაბელას წარმოშობა
იზაბელა ჰიბრიდული ჯიშია- გაჩნდა ამერიკული vitis labrusca-სა და ევროპული ვაზის vitis vinifera-ს შეჯვარების შედეგად).
ადვილად მოსავლელია, ხარობს ისეთ ადგილებში, სადაც სხვა ვაზს უჭირს.
დაავადებების მიმართ მდგრადია. უხვმოსავლიანია. არ ითხოვს საბჯენებს.
ადვილად იტანს ყინვებს, არ სჭირდება ზამთრისთვის დათბუნვა, იცავს თავს სოკოებისგან და მავნებლებისგან (იმუნიტეტი),გამოყოფს ახალ ყლორტებს გაყინვის ან დაზიანებისას.
შესაბამისად, იზაბელა, შედარებით იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომია.
ის დღემდე იზრდება და გამოიყენება ბრაზილიასა და ინდოეთში (სახელწოდებით Bangalore Blue), ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში და ა.შ.
რა არის აკრძალული?
იზაბელასაგან ღვინის დაყენება აკრძალულია ევროპაში და მის სამშობლოშიც კი -აშშ-ში. აკრძალულია საქართველოშიც.
ამავე დროს- არაა აკრძალული იზაბელას სხვა პროდუქციის წარმოება, რომლებშიც არ ხდება დუღილი, არც სადესერტოდ მირთმევაა აკრძალული.
რატომ არის აკრძალული?
ამ საკითხზე საინფორმაციო წყაროებში ორი შეხედულებაა:
პოზიცია პირველი – ფორმალური
ფორმალურად, იზაბელას მთავარი პრობლემა, რომელიც გახდა მისი აკრძალვის საფუძველი: მეთილის სპირტი, რომელიც ეთილის სპირტთან ერთად დუღილის პროცესში წარმოიქმნება. მეთანოლი კი ტოქსიკურია და, შესაბამისად, საშიშია ორგანიზმისთვის: ძლიერი ტკივილი, მხედველობის განუკურნებელი დაკარგვა, კომა და სიკვდილიც კი მეთილის სპირტით მძიმე მოწამვლის შესაძლო შედეგია.
პოზიცია მეორე – არაფორმალური
მეორე პოზიციის მომხრეები თვლიან, რომ მეთილის სპირტის საბაბი არსებობს, მაგრამ გადამეტებულია და რეალური მიზეზი დიდი კაპიტალის ეკონომიკური
ინტერესებია.
მეორე პოზიციის მომხრეთა დასაბუთება კი ასეთია:
იზაბელა ჩვენთან მსოფლიოში გავრცელდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, როცა ფილოქსერამ შეაფერხა ტრადიციული ვაზის მევენახეობა. 100 ქვეყანამ, საკმაოდ სწრაფად დაიწყო მისი მოყვანა და ექსპორტი.
ფაქტიურად, იზაბელამ მცირე და საშუალო ფასის საბაზრო სეგმენტიდან გააძევა ტრადიციული ვაზის ჯიშები.
მაგალითად, ბევრი თვლის, რომ იზაბელას აკრძალვის რეალური მიზეზი 1930-50 წლებში, საფრანგეთში, საკმაოდ ეკონომიკური იყო.
არაევროპული ჯიშები საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი ღვინის იდენტობას და ეწინააღმდეგებოდა მსხვილი მწარმოებლების კომერციულ ინტერესებს. ღია და გაურთულებელი გემო, ჰიბრიდების (არა მხოლოდ იზაბელა) ზრდის სიმარტივე არ ჯდებოდა ძველი სამყაროს ღვინის კულტურაში და ემუქრებოდა ევროპული ვაზის მომავალს.
197 9 წელს ჰიბრიდები მთლიანად აიკრძალა ევროკავშირში.
რაც შეეხება მეთანოლს. მეორე პოზიის მომხრეები ავითარებენ ასეთ ლოგიკას:
- მეთანოლი წარმოიქმნება როგორც ბუნებრივად ნებისმიერი ყურძნის დუღილის დროს კანში პექტინების გამო და შეიძლება იყოს ტექნოლოგიური პროცესების შედეგი.
- ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) წითელი ღვინოების მაქსიმალურ დასაშვებ რაოდენობად 400 მგ/ლ მეთანოლს ადგენს. მაგრამ თანამედროვე ღვინოები შეიცავს მინიმუმ ორს, ან თუნდაც ექვსჯერ ნაკლებს!
- ამავდროულად, ჯანმო მიიჩნევს უსაფრთხოდ 20 მგ-მდე მეთანოლის მოხმარებას კგ სხეულის წონაზე. ანუ 70 კგ წონის ადამიანს შეუძლია უსაფრთხოდ მოიხმაროს 1400 მგ-მდე მეთანოლი, ანუ დაახლოებით ხუთი 750 მლ ბოთლი, რომელიც შეიცავს ამ ტოქსინის მაქსიმალურ კონცენტრაციას. მაგრამ ხუთი ბოთლი ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ღვინო, რომელსაც სვამს ერთი ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას.
იზაბელა ყველაზე გავრცელებული საოჯახო ღვინოა
ეს ასეა მრავალ ქვეყანაში. მასიურადაა გურიაში, უკრაინაში, ბელორუსში,რუსეთში, სამხრეთ ამერიკაში. ვერ ვიპოვეთ სტატისტიკა, რამდენი ადამიანია კვდება წელიწადში იზაბელასაგან. რაც შეეხება ეკონომიკურ ასპექტს – ღვინის მრეწველობა „საოჯახო ღვინოებისაგან“ სერიოზულ ზარალს იღებს. მის გასაშენებლად საკმარისია ერთი ხე გქონდეთ- არაა საჭირო დიდი ნაკვეთი.
იზაბელასადმი ინტერესი იზრდება
მსოფლიოში იზრდება ინტერესი ჰიბრიდული ჯიშების მიმართ. ამას კლიმატის ცვლილებებიც განაპირობებს. შესაბამისად, ბევრ ქვეყანაში მწარმოებლებმა დაიწყეს იზაბელას გახსენება. საკმაოდ მომრავლდა სამეცნიერო/ტექნოლოგიური კვლევები, როგორ შემცირდეს იზაბელას ღვინოში მეთანოლის კონცენტრაცია.
ტექნოლოგიური ხაზების მწარმოებლები უკვე გვთავაზობენ ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს, რომლებიც ამცირებენ ეთანოლის შემცველობას.
იზაბელაზე უარის თქმა – დიდი შემოსავლის უარყოფაა
დასავლეთ საქართველოში ბევრია იზაბელა და დიდად მომგებიანი იქნება „ იზაბელას გადამამუშავებელი ქარხნის შექმნა“.
ქარხანას არ დაჭირდება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა – იგი კანონმდებლობის შეცვლამდე არ დაიწყებს იზაბელას ღვინის წარმოებას.
1 comment on “იზაბელაზე უარის თქმა ნაჩქარევია. არჩილ შენგელია”