ინოვაციური ავეჯის წარმოების ბიზნეს-გეგმა 577 235 400

ინოვაციური ავეჯის წარმოების ბიზნეს-გეგმა 577 235 400 – მათ შორის – ინოვაციური კონკურსებისათვის

ავეჯი

საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, ბაღებისა და პარკების, ტრანსპორტისა და ადამიანის მოქმედების სხვა ზონების მოსაწყობი ნივთები, დგამი.
ისინი ძირითადად დასასვენებლად, დასაძინებლად, სამუშაოდ, საგნების შესანახად და სხვ. გამოიყენება.
ისტორიულად ავეჯი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ობიექტია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სამშენებლო საქმესთან და არქიტექტურასთან.
ქართული ავეჯი საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქართული ხითხუროობის ხელოვნებაში, საცხოვრებელი სახლებისა და სასახლეების ინტერიერების მხატვრულ შემკულობაში.
გამოირჩევა ლაკონურობით, ზედმიწევნითი ფუნქციონალურობით, ეროვნული კოლორიტით. იგი შეიძლ- ება ოთხ ჯგუფად დაიყოს. ესაა: საწოლი, სასხდომი, სატრაპეზო და სათავსებელი ავეჯი.

ინოვაციური ავეჯის წარმოების ბიზნეს-გეგმა

საწოლი

საწოლად (საძილედ) განკუთვნილი დგამის ნაირსახეობანია: ტახტი, სკამლოგინი, საწოლი, მერხი, აკვანი, ლაჭანი (ხის საკაცო საწოლი).
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში წნულ ავეჯსაც (ჩაფი, ჯინი) იყენებდნენ.
ქართული წერილობითი ძეგლების მიხედვით საწოლ ავეჯს X საუკუნემდე „სარეცელს“ და „ცხედარს“ უწოდებდნენ, შემდეგ კი – „ტახტს“.

სასხდომი

სასხდომი ავეჯიდან აღსანიშნავია საკაცო (სამამაცო) სკამი, სავარძელი (საკარცხული, საუფროსო სკამი, მარტო სკამი), კერის სკამი („ჩიკა“, „ჩიტა“) და სხვ.

წერილობით წყაროებში გვხვდება სასხდომი სკამის სხვა სახელებიც, როგორიცა „სელი“, „დასაჯდომელი“ (ვეფხისტყაოსანი, ხელმწიფის კარის გარიგება და სხვ.).

სავარძელი ნახსენებია ოშკის ბიბლიაში.

ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებულ სავარძელთაგან სვანური „საკურცხილი“ (ქორა მახვშის სკამი) და რაჭული „საკარცხული“ (ოჯახის უფროსის სკამი) გამოირჩევა.

სატრაპეზო

სატრაპეზო ავეჯს მიეკუთვნება ხონჩა-ტაბლები – ხისაგან გაკეთებული ფეხებიანი, დაბალი სუფრა. ტაბლა მაგიდის სახელწოდებად იხსენიება ძველ ქართულ წყაროებში.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ტაბლა „ფიცრის სუფრაა ფეხედი“.
ტაბლა სასულიერო მწერლობაში ევსტათი მცხეთელის მარტვილობაშია (VI ს.) მოხსენიებული, ხოლო საერო საისტორიო წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება.
>XVI-XVII საუკუნის ყველა საისტორიო წყაროში სასადილო მაგიდის აღმნიშვნელ ტერმინად ყველგან ტაბლაა ნახმარი.
როგორც ჩანს, მაგიდა XVII საუკუნიდან დამკვიდრებულა, ხოლო ტაბლა თავისთავად განაგრძობდა არსებობას.
სვანეთში გავრცელებულ ხის სუფრას „ტაბაკი“ ჰქვია, მთიულეთსა და ფშავ-ხევსურეთში „ტაბლა“, მოხევეები ხშირ შემთხვევაში ასეთ სუფრებს – „ტაბლა-ხონჩასაც“ უწოდებენ.
სამფეხა მრგვალი ხის ტაბლა გვხვდება მთიულეთ-გუდამაყარში და სვანეთში („ფიჩქ“).

სათავსებელი

მრავალფეროვნებით გამოირჩევა სათავსებელი ავეჯი – კიდობანი, ხელყუთები (ტაგრუცი, კროჭი, მაქალოზი), აგრეთვე კედლებში ჩაშენებული თარო-ბუჯერები და სხვ.
ტერმინი „კიდობანი“ სკივრის, ზანდუკისა და ლანნაკის ძველი ქართული შესატყვისია, რომელიც წერილობით ძეგლებში IX-X საუკუნეებიდან გვხვდება.

ავეჯის სახეობები

არსებობს ავეჯის სახეები: ანტიკვარული, ასაწყობ-დასაშლელი, ახალგაზრდული, ბამბუკის, გალაქული, გაპრიალებული, გრეხილი, დაუშლელი, დაწნული, ლითონის, მასიური, მასობრივი, მაღალი კლასის, მაღალმხატვრული, მოზაიკური, დაფანერებული, პლასტმასის, რბილი, სააგარაკო, საავადმყოფოს, საბავშვო, სათამაშო, სათეატრო, საკეცი, სამედიცინო, სასკოლო, სასპორტო, სასტუმრო, საყოფაცხოვრებო, სექციური, სპეციალური, ტრანსფორმირებადი, უნივერსალური, ჩაშენებული და სხვ.
ცნობილია ავეჯის სახეობები ისტორიული პერიოდებისა და სტილის მიხედვით: ადამის, ადრინდელი რენესანსის, ბაროკოს, ბერძნული, ბიზანტიური, გოტიკური, ეგვიპტის, ვენური, იაპონური, ინდური, ლუი-ფილიპეს, მაღალი რენესანსის, მოდერნის, ნაპოლეონ III-ის, რომაული, როკოკოს, ტიუდორთა, ფლამანდური, ფრანგული კლასიციზმის, ქართული, შერატონის, ჩინური, ჰოლანდიური და სხვ. სტილის.

წყარო: https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%98


ბიზნეს გეგმების სრული სია იხ.: https://www.gen.ge/business-plans/

..

3 comments on “ინოვაციური ავეჯის წარმოების ბიზნეს-გეგმა 577 235 400”

  1. Kristopher Wallace პასუხი

    What i don’t understood is in reality how you’re now not really a lot more smartly-favored than you might be now. You’re very intelligent. You understand therefore significantly in terms of this topic, produced me personally believe it from a lot of numerous angles. Its like women and men are not interested except it is one thing to accomplish with Woman gaga! Your own stuffs outstanding. Always care for it up!

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *