ინოვაციური ბიზნეს გეგმის მომზადება რაჭული ლორის მწარმოებელთათვის. 577 235 400

ბიზნეს გეგმის მომზადება რაჭული ლორის მწარმოებელთათვის 577 235 400

ჩვენი პროექტი საშუალებას მოგცემთ მნიშვნელოვნად გაზარდოთ გაყიდვები.
სიახლე, ინოვაცია ამ შემთხვევაში მდგომარეობს არა საწარმოო პროცესში, არამედ მის დამატებით, ახალ კომპონენტებში რომლებიც ზრდის პროდუქციაზე მოთხოვნას, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

ინოვაციური ბიზნეს გეგმის მომზადება რაჭული ლორის მწარმოებელთათვის

რაჭული ლორი

ლორის ნაირსახეობა, რომელიც დამახასიათებელია რაჭული კულინარიისთვის. რაჭულ ლორს საუკუნეების განმავლობაში აწარმოებენ რაჭაში, დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში.
რაჭაში ღორი თავისუფლად გადაადგილდება ტყეში, სადაც იკვებება ვაშლით, პანტით, რკოთი და სხვა მცენარეების ნაყოფით.
მეღორეობა (ამჟამად, ბუნებრივ გარემოშიც და ფერმის პირობებშიც) რეგიონში ერთ-ერთი ძირითადი სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენს.

რაჭული ლორის მომზადება

რაჭული ლორის მოსამზადებლად, ტრადიციულად, ღორს კლავენ ნოემბერში.
დაკვლის შემდეგ ღორს ორ ნაწილად, სიგრძეზე, ჭრიან.
თითოეულ ნაწილს ფელიკს უწოდებენ. ფელიკს დებენ მრავალწლიანი ხის გობში.
>4 დღის შემდეგ ფელიკს გადაბრუნებენ და კიდე 7-8 დღით ტოვებენ.
ამის შემდეგ, ფელიკს ოთახის ტემპერატურაზე გასაშრობად 5 დღის განმავლობაში კიდებენ.
შემდეგ, ფელიკებს შესაბოლად ჭერქვეშ, ფიცრისგან მარტივად შეჭედილ კამერებში 40 დღის განმავლობაში კიდებენ.
ქვემოთ ინთება ცეცხლი, სასურველია, რამდენიმე სახის ხის მორი (წიფელი, ტყემალი, ფიჭი, მუხა) ერთად ენთოს.
შეშა იწვის ალის გარეშე და გამოყოფს კვამლს, რაც ლორს სპეციფიკურ არომატსა და გემოს ანიჭებს.
რაჭული ლორისთვის დამახასიათებელი მოყავისფრო-მოწითალო ფერი მიუთითებს ლორის მაღალ ხარისხზე. ცხიმი და მჭლე ხორცი ფენებად არის გადანაწილებული.

რაჭული ლორი ქართულ რაციონში

რაჭული ლორი სადღესასწაულო სუფრის და ქართული რაციონის შემადგენელი ნაწილია უძველესი დროიდან.
როდესაც რაჭველები შორ მანძილზე მიდიოდნენ, საგზლად მიჰქონდათ ლორი, რადგან ის ნოყიერი და არამალფუჭებადია.
რაჭული სამზარეულოში ტრადიციული ქართული კერძი — ლობიანი, რაჭული ლორით მზადდება.
ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ რაჭული ლორის პოპულარობის გამო, წარმოების მოცულობის და სისწრაფის გაზრდამ, წარმოების ტექნოლოგის დარღვევა გამოიწვია, რაც გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ხარისხზე.
მაგ., შემოტანილი გაყინული ხორცის ან ხელოვნური შებოლვის მეთოდის გამოყენება (რის შედეგადაც, მიღებულ პროდუქტს უფრო ღია ფერი აქვს, ხორცი რბილია).


ბიზნეს გეგმების სრული სია იხ.: https://www.gen.ge/business-plans/

1 comment on “ინოვაციური ბიზნეს გეგმის მომზადება რაჭული ლორის მწარმოებელთათვის. 577 235 400”

  1. Camille Ortega პასუხი

    Somebody essentially lend a hand to make significantly articles I’d state. That is the very first time I frequented your website page and up to now? I surprised with the research you made to make this actual submit amazing. Wonderful task!

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *