იხვის ფერმის ბიზნეს გეგმის მომზადება 577 27 27 41

იხვის ფერმის ბიზნეს გეგმის მომზადება 577 27 27 41 . იხვის მოშენება, განსაკუთრებით პეკინურის პერსპექტიული მიმართულებაა.

იხვის ფერმა

პეკინური იხვის სანაშენე მოზარდის მამალი 6 კვირის ასაკში უნდა იწონიდეს 3,0 კგ-ს, ხოლო დედალი – 2,8 კგ-ს. მ
მუშკიანი იხვის მამალი 11 კვირის ასაკში უნდა იწონიდეს 3,6-3,9 კგ-ს, დედალი – 2,8-3,0 კგ-ს. საკვები ფრონტი 1 ფრთაზე 9 სმ-ია, ხოლო დარწყულების ფრონტი – 7 სმ.

სანაშენე მოზარდის გამოსაზრდელად საფრინველეში დაცული უნდა იყოს შემდეგი მიკროკლიმატი: ოპტიმალური ტემპერატურა +18-200C, შეფარდებითი ტენიანობა 70 %, ზამთარში 80 %.
აუცილებელია კონტროლი გაეწიოს მავნე აირების შემცველობას ჰაერში.
დასმის სიმჭიდროვე უნდა შეადგენდეს 2,5 ფრთას 1 მ2-ზე.
განათების რეჟიმი კი შემდეგია: პირველი 1 კვირა 24 საათიანი განათება, 6 კვირის ასაკამდე ხანგრძლიობა მცირდება 9 სთ-მდე, 7 კვირიდან 25 კვირამდე ჰყავთ სტაბილურ 8 სთ-იან განათებაზე.

გამოზრდისას განსაკუთრებული მნიშვნელობა კვებას ენიჭება. სასურველია შემდეგი საკვების სტრუქტურა (%):
— მარცვლოვანი საკვები-58,3,
— ქატო-14,
— კოპტონი-4,
— ცხოველური საკვები, ან პრემიქსი-5,
— ბალახის ფქვილი-15,
— მინერალური საკვები-3,7.

სახორცედ გამოზრდაც ღრმა ქვეშსაფენზე წარმოებს.

1 comment on “იხვის ფერმის ბიზნეს გეგმის მომზადება 577 27 27 41”

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *