კოფერმენტაცია საბაზრო ნიშის პოვნის მეთოდი

კოფერმენტაცია, ანუ თანაფერმენტაცია მეღვინეობის პროცესია, რომლის დროსაც ყურძნის ორი ან მეტი სახეობა დუღდება ერთსა და იმავე ჭურჭელში.
თანადუღილის მთავარი მიზანია დააბალანსოს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის მახასიათებლები, შექმნას ღვინის უნიკალური გემო, არომატი და ტექსტურა.

კოფერმენტაცია
ამ პროცესს შეუძლია ხელი შეუწყოს კომპონენტების უფრო ჰარმონიულ შერწყმას, ვინაიდან სხვადასხვა ჯიშებს შორის ურთიერთქმედება ღვინის წარმოების ადრეულ ეტაპზე იწყება.

კოფერმენტაცია მოითხოვს სომელიეს მაღალ უნარს და ყურძნის გამოყენებული ჯიშების თვისებების და მათ შორის ურთიერთქმედების ღრმა გააზრებას.
ჯიშთა არასწორმა კომბინაციამ  შეიძლება გამოიწვიოს ღვინოში გაუწონასწორებელი გემო ან სხვა არასასურველი მახასიათებლები.

 წარმატებით განხორციელებულმა თანაფერმენტაციამ კი, შეიძლება გაამდიდროს ღვინო რთული ნოტებით და უზრუნველყოს უფრო სტრუქტურირებული სხეული.
მეღვინეობის ისტორიაში კოფერმენტაცია გამოიყენებოდა უძველესი დროიდან, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ყურძნის სხვადასხვა ჯიში ერთდროულად მწიფდებოდა და ერთსა და იმავე პერიოდში იკრიფებოდა. გავრცელებული იყო საქართველოში, სადაც მცირე ნაკვეთებში ვაზის რამდენიმე ჯიში ერგოთ.
თანამედროვე მეღვინეები სულ უფრო ხშირად  მიმართავენ ამ ტრადიციულ პრაქტიკას, ცდილობენ ექსპერიმენტების ჩატარებას და უნიკალური ხასიათის ღვინოების შექმნას.
კოფერმენტაციის ტექნიკა  განსხვავდება რეგიონის, ღვინის ტიპისა და საბოლოო პროდუქტის სასურველი მახასიათებლების მიხედვით. მაგალითად, საფრანგეთისა და იტალიის ზოგიერთ რეგიონში კოფერმენტაცია არის ძირითადი ელემენტი ზოგიერთი ტრადიციული ღვინის წარმოებაში.
საქართველოში კოფერმენტაციის გამოცდილება დიდია. მათ თავმოყრა უნდა და ისტორიული გამოცდილების ბაზაზე – ახალი სახეობის ღვინოების მოწოდებაა ბაზრისათვის საჭირო.
პარალელურად, ეს მეთოდი გამოყენებულ უნდა იქნეს ახალი, ინოვაციური ღვინოების შესაქმნელად.
მთლიანობაში, კოფერმენტაციას უნდა შევხედოთ, როგორც ბაზარზე ნიშის პოვნის ერთ-ერთ საშუალებას.


გადასვლა >> Winemaking

 

1 comment on “კოფერმენტაცია საბაზრო ნიშის პოვნის მეთოდი”

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *