მევენახეობა – მეღვინეობის სფეროს ძვირიანი ობიექტების ინვესტირების , ყიდვა-გაყიდვისა და დაკრედიტების საინფორმაციო/საკონსულტაციო თანხლება.
ძვირიანი საწარმოო- სამეურნეო ობიექტების ინვესტირების , ყიდვა-გაყიდვისა და დაკრედიტების პროცესი პრინციპულად განსხვავდება მცირე ობიექტების გაყიდვის პროცესისაგან .
გამონაკლისია შემთხვევა, როცა ასეთ ობიექტს (წილს) პარტნიორები ყიდულობენ ,რადგან ისინი ამ ობიექტის ყველა ასპექტსა და დარგის ინფრასტრუქტურას კარგად იცნობს.
გარე პირის დარწმუნება, რომ ობიექტის ინვესტირება , ყიდვა-გაყიდვა ან დაკრედიტება მომგებიანი იქნება საკმაოდ რთული , ხანგძლივი და ძვირადღირებული პროცესია.
ეს პროცესი მინიმუმ შემდეგი კომპონენტებისაგან შედგება:
1) გასაყიდი ობიექტის რეტროსპექტივის , ამჟამინდელი მდგომარეობისა და პერსპექტივის შესწავლა და აღწერა.
ეს ბიზნეს-გეგმის ერთ-ერთი სახეა , მაგრამ უფრო რთული და დეტალიზებული. ობიექტის აღწერისას საჭიროა მთელი რიგი საკითხების დეტალური შესწავლა, რომლებიც სხვა შემთხვევებში ზედაპირულად განიხილება. როგორც წესი, ამგვარ ბიზნეს-გეგმას თან ახლავს დიდძალი ვიზუალური და დოკუმენტური მასალა.
2) მოკლე ანოტაციების , სარეკლამო ტექსტების , ვიზუალური მასალის მომზადება
ეს მასალა მზადდება შესაბამის საინფორმაციო სივრცეში გასავრცელებლად. ცალკე თემაა ამ სივრცის განსაზღვრა, ანუ სად ვეძებთ მყიდველს.
ფორმულირება „ვეძებ ყველგან“ არარეალურია, რადგან ძებნას რესურსი ჭირდება და „ყველგან ძებნის“ რესურსი საეჭვოა გქონდეთ.
გასათვალისწინებელია ენობრივი ასპექტი . ინფორმაცია პოტენციურ მყიდველს სასურველია მის მშობლიურ ენაზე მიაწოდოთ.
3) მესამე ეტაპი არის ინფორმაციის გავრცელება გასაყიდი ობიექტის შესახებ.
ცხადია, მნიშვნელოვანია სპეციალიზებული სოციალური ქსელები, მაგრამ ეს ხშირად არაა საკმარისი. აუცილებელი ხდება გამოფენებზე, კონფერენციებზე მონაწილეობა-წარდგინება, ტელევიზიის , ექსპერტების ბროკერების ჩართვა.
4) მეოთხე ეტაპი უკვე მოლაპარაკებების წარმოებაა .ესეც რთული პროცესია, მაგრამ ჯობია იგი უშუალოდ თქვენ წარმართოთ.
ჩვენ გთავაზობთ
ეტაპობრივად , საინფორმაციო და საკონსულტაციო თანხლებას ყველა ამ ეტაპზე . მოგვწერეთ Viber 577 27 27 41