მეღვინეობა ალჟირში
ალჟირში ვენახის ფართობი (სუფრის ყურძნისა და ქიშმიშის წარმოების ჩათვლით): 69,774 ჰა (OIV, 2022);
ღვინის წარმოება: 180,000 ჰლ (OIV, 2022).
ალჟირს, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, აქვს ვრცელი ვენახები, რაც მას ღვინის მეორე უმსხვილეს მწარმოებელს ხდის კონტინენტზე, მიუხედავად ქვეყანაში მუსლიმი მოსახლეობის სიჭარბისა.
ისტორია
ალჟირის მეღვინეობის ისტორია იწყება საფრანგეთის კოლონიზაციის პერიოდში, რომელიც გაგრძელდა 1830 წლიდან 1920 წლამდე.
1870-იან წლებში ალჟირი გახდა საფრანგეთის ღვინის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი რგოლი, როდესაც ფილოქსერამ, რომელმაც გაანადგურა საფრანგეთის ვენახების დიდი ნაწილი, აიძულა ეძიათ ახალი მიწა ყურძნის მოსაყვანად. საამისოდ კი იდეალური იყო ალჟირის ნაყოფიერი, ფილოქსერისგან თავისუფალი ქვიშიანი ნიადაგები.
1962 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, ალჟირი თითქმის 400 000 ჰექტარ ვენახს ფლობდა და აწარმოებდა უზარმაზარი რაოდენობით იაფ ღვინოს, რომელიც განკუთვნილი იყო საფრანგეთის, მისი კოლონიების, ასევე რიგი სხვა ქვეყნების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ფრანგების წასვლის შემდეგ, ალჟირულ ღვინოზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, რამაც გამოიწვია ვენახის ფართობის შემცირება და გადასვლა სუფრის ყურძნის წარმოებაზე.
1970 წელს ალჟირში შეიქმნა ღვინის შვიდი დასახელება (VAOG).
რეგიონები, როგორიცაა Côteaux de Tlemcen, Monts du Tessalah, Côteaux de Mascara და სხვა, განაგრძობენ სხვადასხვა სახის ღვინოების წარმოებას.