მეღვინეობა ახალ ზელანდიაში

მეღვინეობა ახალ ზელანდიაში

ახალი ზელანდიის გამოცდილების შედარებითი ანალიზი

დღეს ახალი სამყაროს ქვეყნების ღვინოები იმდენად პოპულარულია, რომ ძველი სამყაროს ქვეყნებს ეშიანიათ პირველობის დაკარგვისა.
ამის ბრწყინვალე მაგალითია ახალი ზელანდია, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ღვინის მსოფლიო ბაზარზე თავი დაიმკვიდრა.
მისი ღვინოები კი მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში იყიდება.
ქვეყანა, რომელიც 1643 წელს აბელ ტასმანმა აღმოაჩინა, დამოუკიდებლობა კი 1931 წელს მოიპოვა, დღემდე ბრიტანეთის თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს განვითარებას და რჩება ყველასათვის მიმზიდველ, ეგზოტიკურ, უსაფრთხო, ქვეყნად, რომელიც ჩამოსულ ტურისტს სთავაზობს უნიკალურ ბუნებასა და ლანდშაფტს, უმაღლეს მომსახურების სერვისს, უგემრიელეს სამზარეულოს, უსაფრთხო ცხოვრებას, ზელანდიურ საოცრებას ღვინის სახით და სხვას.

მერღვინეობა ახალ ზელანდიაში

ახალი ზელანდიის წარმატების საიდუმლო:

  1. 1987 წ კომპანია „მონტანამ“ (დღეს Brancott Estate წოდებული) გააშენა პირველი სოვინიონ ბლანი და დაიწყო ექსპორტი, ამ კომპანიამ განავითარა მეღვინეობის დარგი და ღვინის წარმოების ხარისხი.
  2. 1975 წელს შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია „ახალი ზელანდიის ღვინის ინსტიტუტი“ (WINZ), რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქვეყანაში ღვინის ინდუსტრიის ჩამოსაყალიბებლად.
  3. 80-იან წლებში რევოლუციური და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მევენახეობაში დაკავშირებულია დოქტორ რიჩარდ სმარტის სახელთან, რომელსაც ეკავა მევენახეობის დარგში სახელმწიფო მრჩეველის პოსტი.
  4. ქვებით ხელოვნურად დამუშავებული ვენახები. ეს ტექნოლოგიაც ახალ ზელანდიური ინოვაციაა (თუმცა შეზღუდულად საფრანგეთშიც იყენებდნენ), იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ნესტიანობას, ამასთანავე დღის პერიოდში ქვაში აკუმულირდება სითბო და ვენახში ტემპერატურულ რეჟიმს ზევით წევს.
  5. ვაზის სიმაღლე – დაახლოებით 2,5-3 მეტრი აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ხელს უწყობს ფოტოსინთეზს და საკმაო მანძილით აშორებს ვაზს ნოტიო მიწიდან.
  6. ბრიტანულად მოწესრიგებული ვენახის მწყობრი რიგები. 
  7. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა
  8. საქართველოსგან განსხვავებით (სსრკ-ს პერიოდში) ზელანდიელი მეღვინეები ჩართულნი იყვნენ მსოფლიო მეღვინეობის სისტემაში, არ იყო ინფორმაციის დეფიციტი, მუდმივად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა- გამოცვლა.
  9.  „მეღვინეობა – ცხოვრების წესი“ ასე უწოდებენ ზელანდიელები, განსხვავებით ქართველებისაგან, სადაც სოფლები დაცლილია ახალგაზრდებისგან, ინტერესი კი ნაკლები
  10. რისკის გაწევა და მუდმივად განვითარება, ახალი ზელანდიის მეღვინეების დევიზი: შეუძლებელი არაფერია“
  11. სტრატეგიული ბაზრების არჩევა და დაყოფა სეგმენტებად. ზელანდიელი მეღვინეები ითვალისწინებდნენ პირველ რიგში აშშ, ინგლისის და ჩრდილოეთ ევროპის მომხმარებლის გემოვნებას, ბოლო წლებში მათ სიას ჩინეთიც შეუერთდა.
  12. ხარისხიანი ღვინო
  13. პრიორიტეტულია ღვინის ტურიზმის განვითარება

შეგვიძლია დასკვნათ, რომ ახალი ზელანდია არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი ქვეყანა საქართველოსგან განსხვავებით (სსრკს), მუდმივად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა მსოფლიო მეღვინეობის კერებთან.
სწორედ ასეთმა აქტიურმა განვითარებამ შედეგი გამოიღო.
ამასთანავე შრომისმოყვარე და ჭკვიანი ხალხის დაუზოგავმა შრომამ და თავდადებამ ახალი ზელანდია განვითარებული ქვენების სათავეში მოაქცია.
მათ ისეთი დარგები აითვისეს, რომელებიც დაუჯერებლად მიაჩნდათ მთელ მსოფლიოს მანდ რომ განვითარდებოდა, თუმცა არა ზელანდიელებს.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი დარგი მეღვინეობა გახლავთ.
ახალი ტექნოლოგიების, განვითარებული, ეკონომიკურად მზარდი მაჩვენებლით, სტაბილურობითა და მიზანსწრაფულობით, ევროპასთან ინფორმაციის გაცვლით, სწორი სტრატეგიის არსებობით და ბაზრების სეგმენტაციით გამოიკვეთა ახალი ზელანდიის კონკურენტუნარიანობა მსოფლიო მეღვინეობის ბაზარზე.
შეუძლებელი მართლაც რომ არაფერია.

ციცი ცაცკრიალაშვილი. ღვინის ტურიზმი მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისა დაა ხალი რესურსების გამოვლენის  შესაძლებლობა . ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა. კავკასიის საერთაშორისო ა უნივერსიტეტი. თბილისი, 2019


გადასვლა >> Winemaking

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *