მეღვინეობა ბელორუსში
ბელორუსში საკუთარი წარმოების ნატურალური წვენების და ღვინოების დეფიციტია. მევენახეობის პროდუქტები ასევე მნიშვნელოვანია ბელორუსისთვის ჩერნობილის უარყოფითი შედეგების დაძლევისა და რესპუბლიკაში საკუთარი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის აუცილებლობის გამო: ყურძენი შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობითა და რადიოდამცავი თვისებებით.
ამჟამად, ბელორუსის მასშტაბით ღვინო უმნიშვნელო რაოდენობით იწარმოება. საინტერესოა ორი ფაქტი:
- მოსახლეობის ინტერესი დიდია და კერძო ნაკვეთებში ინტენსიურად მიმდინარეობს
ექსპერიმენტები სხვადასხვა ჯიშებზე და მოსახლეობა ვაზს აშენებს აგარაკებზე. ეს ტენდენცია საბჭოთა პეიოდშიც იყო, და საკმაოდ ხშირად შეხვდებით ქართული ჯიშების ვაზსაც. - მეღვინეობის განვითარების მიმართულებით ბელორუსში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ბელორუსი მეცნიერები თვლიან, რომ თანამედროვე სელექციის მიღწევების დაბალანსებული, მეცნიერულად დასაბუთებული გამოყენებით, სისტემის ინფრასტრუქტური განვითარებით, ბელორუსის აგროკლიმატურ ზონებში სამრეწველო მევენახეობამ შეიძლება უზრუნველყოს შესაბამისი პროდუქტების მაღალი მომგებიანობა და კონკურენტუნარიანობა. შესაბამისად, მეღვინეობას მიიჩნევენ ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ბელორუსის მებაღეობის მიმართულებებში.
მეღვინეობა ბელორუსში – ძირითადი ლოგიკა ასეთია:
- ბაზარი მუდმივად ითხოვს ხარისხიან, მაგრამ იაფ პროდუქციას. ზამთრის ხანგრძლივი პერიოდის და დაბალი ტემპერატურის გამო, ყურძნის ყველაზე საშიში საკარანტინო მავნებელი ფილოქსერა და სხვა დაავადებებიც არ ვითარდება.
ეს შესაძლებელს ხდის მიღებულ იქნეს ეკოლოგიურად სუფთა, შედარებით იაფი პროდუქცია; - ბელორუსი მეცნიერები აღნიშნავენ კიდევ ერთ უპირატესობას – რადგან იქ პრაქტიკულად არაა ვენახები- თავიდანვე ეს სფერო განვითარდება მაღალ აგროტექნოლოგიურ დონეზე (ჯიშები, დაავადებებიდან დაცვა და სხვა).
ბელორუსიაში უკვე დაარსდა პირველი საპილოტე სამრეწველო ვენახები.
წყაროები:
- Е.Н. Олешук, н.с.Е.Г. Попов, к.б.н.Т.Г. Янчевская, к.б.н. ВИНОГРАДАРСТВО В БЕЛАРУСИ: СОВРЕМЕННОЕ СОСТОЯНИЕ И ПЕРСПЕКТИВЫ ГНУ «Институт экспериментальной ботаники им. В.Ф. Купревича НАН Беларуси», г. Минск, Республика Беларусь, oleshen@mail.ru
- Авидзба, А.М. Разработка и реализация национальной программы совершенствования сортимента винограда в Украине / А.М. Авидзба [и др.]. [Электронный ресурс]– 2009. Режим доступа: http://vinograd.info/pyblikacii/stati/razrabotka-i-realizaciya-nacionalnoi- programmy-sovershenstvovaniya-sortimenta-vinograda-v-ykraine.html. – Дата доступа : 03.2013.
- Кострикин, И.А. Размножение винограда и выращивание посадочного материала / И.А. Кострикин [и др.]. – Ростов-на-Дону: Эверест, – 69 с.
- Устинов, В.Н. Первая Международная Конференция по северному виноградарству и виноделию / В.Н. Устинов, 8–10 ноября 2006 г, Рига, Латвия. [Электронный ресурс] – – Режим доступа : http://vinograd. info/gallery/act,categories/cid,70/ . – Дата доступа : 16.03.2013.