მეღვინეობა ბოლივიაში
ბოლივია, ბოლივიის რესპუბლიკა (Republica de Bolivia), – სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში; ფართობი 1099 ათასი კმ2. მოსახლეობა 6,8 მილიონი ადამიანი. დედაქალაქი – ლა-პასი.
გეოგრაფია, კლიმატი
სამხრეთ-დასავლეთით არის პუნას მაღალმთიანეთი და ანდების ქედები (6550 მ-მდე სიმაღლეზე), ჩრდილო-აღმოსავლეთით მთისწინეთის ვაკეები, ჩრდილოეთით კი ამაზონის დაბლობია.
მევენახეობის ზონაში ტროპიკული და სუბეკვატორული კლიმატია, ივლისის საშუალო ტემპერატურა 17°-22°C, იანვარში 24°-28°C, ნალექი 1300-1600 მმ წელიწადში. ჭარბობს ლატერიტული, წითელი და წითელ-ყავისფერი ნიადაგები.
მევენახეობა
ვაზი აქ კანარის კუნძულებიდან ჩამოიტანეს.
ბოლივიაში ვენახის ფართობი დაახლოებით 4000 ჰექტარია, ყურძნის მთლიანი მოსავალი 360 ათასი ცენტნერია;
ყურძნის წარმოების მოცულობა ძალიან შეზღუდულია და მთელი პროდუქცია ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილების აკმაყოფილებს.
მეღვინეობა
ბოლივიაში ვენახები ძირითადად ლა-პასის პროვინციაში მდებარეობს. აქ წარმოებული წითელი და თეთრი ღვინოები 13-14% სიმაგრისაა; ეს ძირითადად მძიმე ღვინოებია.
მცირე რაოდენობით იწარმოება სადესერტო ღვინოები.
მეღვინეობა ბოლივიაში ესპანეთიდან ჩამოსულ ავგუსტინელ მისიონერებს უკავშირდება, როდესაც ქვეყანა პერუს ვიცე-სამეფოს ნაწილი იყო.
ველი დე ლა კონსეპსიონის Valley de la Concepcion რეგიონში დღესაც შეგიძლიათ ნახოთ 200 წლის ვაზი.
თანამედროვე ჯიშები ბოლივიაში 1980-იან წლებში ჩამოიტანეს. სადღეისოდ ვენახები 1700 ჰექტარს მოიცავს, აქედან 1400 ჰა ტარიას Tarija სამხრეთ ზონაშია, დანარჩენი 300 ჰა კი კამარგოსა Camargo და კანონ დე სინტიში Canon de Cinti მდებარეობს.
ჩუკისაკას Chuqisaca პროვინციის ვენახები ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანია მსოფლიოში. ქვეყანაში მოყვანილი ყურძნის 80 პროცენტი ალექსანდრიის მუსკატია.
მწარმოებლები
ბოლივია ყოველწლიურად დაახლოებით 20 ათას ჰექტოლიტრ ღვინოს აწარმოებს, რომელთა უმეტესი ნაწილი ადგილობრივი ბრენდის სინგანის Singani დასამზადებლად გამოიყენება.
კარგი ჯიშური ღვინოები მზადდება აპელასიონაში Vinos de Altura.
ღვინის შიდა მოხმარება მინიმალურია. ეს აიხსნება იმით, რომ ნებისმიერ კაფეში მიირთმევენ სასმელს პეკეტებში – mate de coca და სთავაზობენ ეროვნულ სასმელს ჩიჩას (მაგარი არაყი).
მიუხედავად ამისა, ბოლივიაში მოქმედ 10 ღვინის ქარხანას შორის არის კომპანია Vinos y Vinedos la Concepcion Estate, რომელიც ახორციელებს ღვინის ექსპორტს დიდ ბრიტანეთში.