მეღვინეობა ბულგარეთში

მეღვინეობა ბულგარეთში

1980-იანი წლების ბულგარეთმა მოულოდნელი გარღვევა მოახდინა დასავლეთის ბაზრებზე (როდესაც ავსტრალიურმა და კალიფორნიულმა ღვინოებმა დაკარგეს გარკვეული სიახლე).
ბულგარული ღვინის აღიარება დაიწყო კაბერნე სოვინიონით, –  შავი მოცხარის თაიგულითა და რბილი მერლოთი. ღვინოები მაღალი ხარისხისა და იაფი (1 ბოთლი – 3 დოლარიდან) იყო; ამიტომ ბულგარულმა ღვინომ  მოკლე ხანში მოიპოვა პოპულარობა და მოდურიც კი გახდა   დასავლურ ბაზარზე, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში.90-იან წლებში ბულგარეთში სოციალიზმის დაცემამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა  ქვეყნის ეკონომიკაში: პრივატიზაციის შედეგად მიწა, ვენახები და ღვინის ქარხნები კერძო საკუთრებად იქცა და ამ მომენტიდან ბულგარულმა მეღვინეობამ კურსი აიღო ხარისხის გაუმჯობესებზე.
მეღვინეები მცირე მწარმოებლებისგან ამჯობინებენ ყურძნის შეძენას,  საიდანაც  მათ შეუძლიათ მიიღონ  სტაბილურად მაღალი ხარისხის ღვინო.
დღეს ბულგარეთში ვენახების ფართობი 130 ათასი ჰექტარია; ღვინის წარმოება დაახლოებით 1 მილიარდი ლიტრია, საიდანაც 85% გადის ექსპორტზე  მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში.
ბულგარეთი ღვინის ექსპორტით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ესპანეთსა და არგენტინას. ამჟამად სწორედ მის ღვინოებს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ,,ფასი-ხარისხის“ შეფარდება.

მეღვინეობა ბულგარეთში – მეღვინეობის რეგიონები

ბულგარეთის მეღვინეობის ძირითადი რეგიონებია: ჩრდილოეთი (დუნაის დაბლობი), სამხრეთი (თრაკიის დაბლობი), აღმოსავლეთი (შავი ზღვა), სამხრეთ-დასავლეთი და სუბალპური რეგიონი.
ნიადაგები: ნეშომპალა ქვიშითა და თიხით, შავი ნახშირბადოვანი ნიადაგები, რომლებიც უზრუნველყოფენ კარგ დრენაჟსю

მეღვინეობა ბულგარეთში

ყურძნის ჯიშები: წითელი: კაბერნე სოვინიონი, მერლო, პინო ნუარი, ასევე ადგილობრივი ჯიშები, როგორიცაა ბოლგარი (ტარტი და მკვეთრად შეღებილი), მავრუდი (ერთ-ერთი უძველესი ჯიში), პამიდი (მაღალმოსავლიანი ჯიში, აქვს დამახასიათებელი სიმწარე და გამოიყენება უბრალო ღვინოების დასამზადებლად), გამზა ან კადარკა, მელნიკი (მისგან დამზადებული ღვინოები იმდენად მკვრივია, რომ „ხელსახოცით შეიძლება ტარება“). და ა.შ.
თეთრი: რიზლინგი (არ აგვერიოს რისლინგში), რქაწითელი (იკავებს ნარგავების თითქმის ნახევარს), უნი ბლანი, შარდონე, ალიგოტე, სოვინიონ ბლანი, მუსკატი ოტონელი, დიმიატი (უმეტესად გამოიყენება კონიაკის დასამზადებლად), მისკეტი. (რქაწითელისა და დიმიატას შეჯვარებით მიღებული ჯიში, აქვს ყვავილოვანი არომატი და გამოიყენება რაკიას დასამზადებლად), რიკათი, ასევე ტამიანკასა და გევურცტრამინერის მცირე ნარგავები.

მეღვინეობა ბულგარეთში – ბულგარული ღვინოების კლასიფიკაცია

2000 წელს ბულგარეთში ღვინის ახალი კანონი ამოქმედდა. იგი შემუშავებულია საფრანგეთის კანონმდებლობის საფუძველზე და მკაცრად არეგულირებს ღვინის წარმოების ყველა ასპექტს.
კანონის მიხედვით, არსებობს 2 ძირითადი კატეგორია: სუფრის ღვინოები (მათ შორის რეგიონალური) და მაღალი ხარისხის ღვინოები გარკვეული რეგიონებიდან;
სუფრის ღვინოები (,,ტრაპეზული“) მზადდება რეკომენდებული ყურძნის ჯიშებიდან, უნდა შეიცავდეს 7,5-15% სპირტსა და ქონდეს გარკვეული მჟავიანობა.
რეგიონალური ღვინოები – ეს არის სუფრის ღვინოები, რომლებიც დამზადებულია კონკრეტულ რეგიონში და დასახელება შეესაბამება წარმოების ადგილს.
გარკვეული რეგიონების მაღალის ხარისხის ღვინოები – იწარმოება მკაცრად განსაზღვრული მეღვინეობის რეგიონებიდან (მითითებულია ეტიკეტზე). ამ ღვინოების გამორჩეული თვისებები განპირობებულია კონკრეტული ტერიტორიის ბუნებრივი პირობებითა და მეღვინეობის ტრადიციებით.

მაღალი ხარისხის ღვინოები იყოფა:

– GNP (გარანტირებული დასახელება წარმოშობის მიხედვით)

– DGR (დეკლარირებული გეოგრაფიული რეგიონი)

– GKNP (გარანტირებული და კონტროლირებადი დასახელება ადგილის მიხედვით)

– DCGR (გამოცხადებული კონტროლირებადი გეოგრაფიული რეგიონი)

ამა თუ იმ კატეგორიის მიკუთვნებას განსაზღვრავს სადეგუსტაციო კომისია.
მაღალი ხარისხის ღვინოები შეიძლება იყოს Reserva – ამ კატეგორიის თეთრი ღვინოებისათვის დაძველება მუხაში 2 წელია, ხოლო წითლებისთვის – 3 წელი.
კატეგორიაში Special Reserve –  – ღვინის ქარხნების საუკეთესო ღვინოებია.
ამჟამად ბულგარეთში 70-ზე მეტი ღვინის ქარხანაა, რომელთაგან 19 ექსპორტზეა ორიენტირებული.
უმსხვილესმა კომპანიამ Boyar Estate-მა საკუთარი  ფრთის ქვეშ შეკრიბა მარნები იამბოლში, შუმენში, სლივენში, რუსესა და კორტენში და შეიძინა 1000 ჰექტარი ვენახი. მან აითვისა  „მფრინავი მეღვინის“ გაკვეთილები და შედეგად  მისი ღვინოების ხარისხი და სტაბილურობა უდაოა.
ღვინის კრიტიკოსები, როგორიცაა ჰიუ ჯონსონი და ოზ კლარკი, ხაზგასმით აღნიშნავენ მათ პირველობას ღვინის წარმოებაში.


ლიტერატურა

  1.  Вина Болгарии. Архивная копия от 4 марта 2016 на Wayback Machine «Напитки» № 2 за 2003 год
  2. ↑Перейти обратно:1 2 The OIV’s assessment of the world vitiviniculture situation in 2010. Архивировано 21 декабря 2014 года. International Organisation of Vine and Wine
  3. ↑Перейти обратно:1 2 3 4 5 История виноделия в Болгарии. Дата обращения: 24 ноября 2011. Архивировано из оригинала 23 февраля 2012 года.
  4. ↑Черноморски брилянт — виноград. Дата обращения: 24 ноября 2011. Архивировано 20 октября 2011 года.
  5. ↑Балар АД – Бутикови вина. www.wines-balar.com. Дата обращения: 24 сентября 2015. Архивировано 25 сентября 2015 года.
  6. ↑Бутикова винарска изба «TODOROFF» Архивная копия от 23 декабря 2010 на Wayback Machine
  7. ↑Каберне Совиньон Тодорофф Трэшианс Мистери 2003 (Болгария) — Премия ALQUIMIA Архивная копия от 13 июня 2008 на Wayback Machine
  8. ↑АО «Черноморское золото» // Wines.bg. Дата обращения: 24 ноября 2011. Архивировано из оригинала 6 марта 2010 года.
  9. ↑Информация о Винекс Славянци на сайте Dionis клуб (недоступная ссылка)

გადასვლა >> Winemaking

1 comment on “მეღვინეობა ბულგარეთში”

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *