მეღვინეობა ეთიოპიაში

მეღვინეობა ეთიოპიაში

მეღვინეობა ეთიოპიაში

ღვინის წარმოება ეთიოპიაში ნელა,   მაგრამ უდაოდ იზრდება და მრავალი მსხვილი ღვინის ინვესტორი მთელი მსოფლიოდან ინტერესდება  ეთიოპიური  ღვინოებით.
ეთიოპიაში  იდეალური კლიმატური პირობები და შესანიშნავი ქვიშიანი ნიადაგებია. იაფი მუშახელი და დიდი ფართობები კიდევ უფრო უწყობს ხელს ამ რეგიონში მეღვინეობის მიმზიდველობის ზრდას.
ცნობილი ფრანგული ღვინის კომპანია Castel-მა ერთ-ერთმა პირველმა იყიდა ვენახი ეთიოპიაში და 2013 წელს გამოუშვა ეთიოპიაში წარმოებული კასტელის ღვინის პირველი პარტია.
ეს ღვინოები გაიყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

ეკვატორთან სიახლოვის გამო, ეთიოპიაში ვაზს უფრო ხანმოკლე ზრდის ციკლი აქვს. მოსავლის აღება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ – ნოემბრიდან დეკემბრამდე და ივნისიდან ივლისამდე.
ფრანგულმა მსხვილმა მწარმოებელმა Caste-მა ქვეყანაში ღვინის წარმოებაში ინვესტიცია განახორციელა. 2007 წელს მან გააფორმა ხელშეკრულება ქვეყნის მთავრობასთან და დაიწყო სირას, კაბერნე სოვინიონის, მერლოსა და შარდონეს ჯიშის 750 000 ვაზის მოშენება.
ასევე ეთიოპიაში ტრადიციულ ღვინოს თაფლისგან ამზადებენ. ტურისტებისთვის გაყიდული სასმელი ტკბილია, მაგრამ ნამდვილი რეცეპტი, რომელსაც ადგილობრივები უპირატესობას  ანიჭებენ, დიზელის საწვავის გემოს მოგვაგონებს.

გადასვლა >> Winemaking

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *