მეღვინეობა ინდონეზიაში

მეღვინეობა ინდონეზიაში

მეღვინეობა ინდონეზიაში

ინდონეზიის კუნძული ბალი მდებარეობს ეკვატორიდან დაახლოებით 8 გრადუსით სამხრეთით;  ბალი ხასიათდება მუდმივად ცხელი და ნოტიო კლიმატით, ის განსაკუთრებით  უხდება ყავის მოყვანას, ვიდრე ყურძნისას. თუმცა, კუნძულის პოპულარობა ტურისტებს შორის საინტერესო შესაძლებლობებს ხსნის ღვინის წარმოებისთვის.
მინიმუმ, პროდუქტის გაყიდვის ბაზარი უკვე უზრუნველყოფილია.

მწარმოებლები

ბალიზე  უძველესი და უდიდესი ღვინის ქარხანაა Hatten Wines, რომელიც მდებარეობს დენპასარის მახლობლად.
იგი დააარსდა 1994 წელს ადგილობრივმა ოჯახმა; მათ შექმნეს – ბრემა, ინდონეზიური ბრინჯიდან მიღებული ფერმენტირებული სასმელი.
ვაზი გააშენეს  კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ წვერზე, სადაც კლიმატი შედარებით ცივია.
ღვინის ქარხანაში  32 ევროპულ ჯიშზე ატარებენ ექსპერიმენტებს, თუმცა ჯერ-ჯერობით  ღვინოები ძირითადად მზადდება ჰიბრიდული ჯიშებიდან Muscat Bleu, Muscat St. Vallier, Alphonse Lavallée და ადგილობრივი Probolinggo Biru.
საკმაოდ პოპულარულია  შირაზი, ჩენინ ბლანი, კოლომბარდი და მალვაზია ნერა.
ყურძნის ჰიბრიდული ჯიშები კარგია, რადგან მარცვლის სქელი კანის წყალობით ისინი შესანიშნავად ეწინააღმდეგებიან სოკოვან დაავადებებს.

საინტერესოა, რომ Hatten Wines წელიწადში სამ მოსავალს იღებს თავისი 34 ჰექტარიდან. ტროპიკულ კლიმატში ვაზის ზრდის ციკლი დაახლოებით 120 დღეა.
კომპანიის ყველა ღვინო გამოშვებულია რთველის წლის მითითების გარეშე. ასორტიმენტში შედის მსუბუქი, ცქრიალა და შემაგრებული  ღვინოები, სახალისო სახელით Pino de Bali, რაც მიანიშნებს ფრანგულ მისტელ Pineau des Charentes-ზე.
ღვინის ქარხანაში დასაქმებულია ენოლოგი ავსტრალიიდან; გაიხსნა ენოტურიზმის ცენტრი და ღვინოები იყიდება არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ გადის ექსპორტზეც  მალდივებში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში, ჰოლანდიასა და აშშ-ში.

ადგილობრივ ყურძენზე მუშაობს კიდევ ორი ქარხანა Cantine Balita (ბრენდი Isola Wines) და Sababay.
პირველს იტალიური ფესვები აქვს და ღვინოს აწარმოებს ჰიბრიდული ჯიშებისგან, ასევე მუსკატისგან, შირაზისა და მალვაზია ნერასგან.
მეორე  სპეციალიზირებულია იტალიური სტილის ცქრიალა ღვინოებზე – Lambrusco, Prosecco.

მოსკატო დე ბალი Moscato De Bali გახდა  პირველი ინდონეზიური ღვინო, რომელიც წარმოდგენილი იყო ბორდოს Cité du Vin მუზეუმში. კომპანიამ ასევე მოაწყო კვლევითი სადგური აგუნგის მთის, აქტიური ვულკანის ფერდობებზე, მაღალ სიმაღლეებზე მევენახეობის ტესტირებისათვის.
ბევრ მწარმოებელს ყურძენი შემოაქვს გაყინული სახით ავსტრალიიდან და აწარმოებს მას ბალიში.
 ასე ქმნიან, მაგალითად, კუნძულზე პოპულარულ Two Islands-ის ბრენდს. ამიტომ ინდონეზიაში ღვინის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ ყურძნის წარმოშობის ადგილს.


გადასვლა >> Winemaking

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *